სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

ვატო არველაძე სამგურალში ითამაშებს

25-03-2024, 20:47
ვატო არველაძე სამგურალში ითამაშებს
წყალტუბოს ,,სამგურალმა” 26 წლის შემტევი ვატო არველაძე დაიმატა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ვატო არველაძე სხვადასხვა დროს თამაშობდა - თბილისის "ლოკომოტივში", პოლონურ "კორონაში" , თურქულ ,,ქასიმფაშასა” და "ქარაგიუმრუქში".
2022-2023 წლების სეზონში იყო ბაქოს "ნეფთჩის" ფეხბურთელი, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის ,,დინამოში” გადავიდა. ბოლოს კი ფოთის ,,კოლხეთში” ასპარეზობდა.

ვატო არველაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ.
2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვატო არველაძემ 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ეროვნულ გუნდში დებიუტი 2019 წლის 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ჰქონდა.
სადებიუტო გოლი კი იმავე შესარჩევში, გიბრალტარის ნაკრებს გაუტანა.

წარმატებებს ვუსურვებთ ვატო არველაძეს ,,სამგურალთან” ერთად! скачать dle 11.3