24 წლის განელი ლეგიონერი ჯუდ არტური ,,სამგურალიდან” კარიერას ამერიკულ - ტენესის ,,ჩატანოგაში” გააგრძელებს.
არტური ,,სამგურალის” ღირსებას 1 წლის განმავლობაში იცავდა. ეროვნულ ლიგაში მან 32 შეხვედრა ჩაატარა.
მადლობას ვუხდით ჯუდს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.
ჯუდ არტური :
,,პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა წევრს. პრეზიდენტს, ხელმძღვანელ პირებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. ნამდვილად, სასიამოვნო იყო აქ გატარებული პერიოდი. მიხარია, რომ ,,სამგურალის” ისტორიის ნაწილი ვარ. ძალიან მიყვარს საქართველო და აქაური ცხოვრების წესი. თუმცა, ფეხბურთელის კარიერა ასეთია… გვიწევს კლუბის შეცვლა. გუნდს ვუსურვებ წარმატებებს მიმდინარე სეზონში. სამგურალი მუდამ ჩემს გულში იქნება!
скачать dle 11.3