ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშება თბილისის ,,დინამოსთან" გასვლითი შეხვედრით დავიწყეთ. მიუხედავდავ იმისა, რომ ,,სამგურალი" ბურთის ფლობაში უპირატესობას ფლობდა, მატჩი ,,დინამოს" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
დინამოელები მე-10 წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. კადეტეს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ დომინიკ საიმონმა თავური დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.
16-ე წუთზე სანტისი ურტყამდა ძალიან სახიფათოდ და ბურთი მცირე მანძილით ასცდა ყალიცავას კარს.
22-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ,,სამგურალის" კოტდივუარელ ლეგიონერს იკპე გნამიას, მას კარგ გადაცემას უკეთებდა ბრაზილიელი ახალწვეული ჟან როდრიგეში, თუმცა დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა გნამიამ ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და მცველებმა მდგომარეობის განმუხტვა მოახერხეს. ამ ეპიზოდს ლუკა ხორხელის სახიფათო, თუმცა არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.
32-ე წუთზე ბექა რაცმელიას შეცდომით სიხარულიშვილმა ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა -2:0
41-ე წუთზე ნოდარ ყალიჩავამ ოსკარ სანტისის დარტყმის შემდეგ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
მატჩის მეორე ნახევარი წყალტუბოელებმა აქტიურად დაიწყეს, აინის გადაცემის შემდეგ გნამიემ გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
კარგად ჩაერთვნენ თამაშში შეცვლაზე შესული ფეხბურთელები ლუკა შეროზია, ნიკა კალანდარიშვილი, ალექსანდრე ვერულიძე, მოგვიანებით ირაკლი ჯანჯღავა და ილია ახვლედიანი.
განსაკუთრებით შეროზიასა და ვერულიძის გარჯა უნდა ვახსენოთ, რომლებიც რამდენჯერმე დაემუქრნენ დინამოელთა კარს. 82-ე წუთზე ლუკა ხორხელი მეორეჯერ გააფრთხილეს და მოედანი დაატოვებინეს. 89-ე წუთზე გიორგი მაისურაძემ ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და დინამოელიც გააძევეს.
მატჩის ბოლომდე მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრა ,,დინამოელთა" გამარჯვებით დასრულდა.
თბილისის ,,დინამოსთან" მატჩში ,,სამგურალის" რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდათ ჟან როდრიგეშს, ალი აინის, ლუკა შეროზიას და ირაკლი ჯანჯღავას. ასევე ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის რანგში მიხეილ აშვეთიას ოფიციალური დებიუტიც გუშინდელ შეხვედრაში შედგა.
დინამო (თბ)-სამგურალი 2:0
02.03. თბილისი. დინამო არენა
გოლები: 1:0 საიმონი (10. კადეტეს პასით), 2:0 სიხარულაშვილი (32)
დინამო (4-1-2-3): მაქაცარია - მაისურაძე, აკპუჯე, კალანდაძე, კადეტე - საიმონი (42. ოსიყმაშვილი) - ლომინაძე (70. შუქუროვი), რომანოვსკი (82. უგრეხელიძე) - სანტისი, სიხარულაშვილი (70. იობაშვილი), სალია
სათადარიგოები: ლორია - სალუქვაძე, გოცირიძე, კვერენჩხილაძე, ჰარუნა
მწვრთნელი: ანდრეს კარასკო
სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მარკოვინა, ბული (46. კალანდარიშვილი) - ჩიხლაძე, დარცმელია (82. ჯანჯღავა) - აინი (73. ი. ახვლედიანი), ხორხელი, კარლოსი (63. ვერულიძე) - იკპე (63. შეროზია)
სათადარიგოები: ქასრაძე - გ. გეგუჩაძე, ქარიმოვი, თევზაძე
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
გაფრთხილება: კადეტე (7), საიმონი (30), შუქუროვი (77), ხორხელი (79), უგრეხელიძე (82), კიკაბიძე (85), მაისურაძე (89)
გაძევება: ხორხელი (82. მეორე გაფრთხილება), მაისურაძე (89. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილიскачать dle 11.3