სამგურალის მეორე გამარჯვება თურქულ შეკრებაზე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალის მეორე გამარჯვება თურქულ შეკრებაზე
  • წყლატუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ყაზახურ ,,ჟენისთან" გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 20-ე წუთზე თედო კიკაბიძის ჩაწოდების შემდეგ ბრაზილიელმა ახალწვეულმა ჟეან როდრიგეშმა გაიტანა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში -1:0

    წყალტუბოელებს პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა მეკარემ დემურ ჩიხლაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

    ზოგადად, თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, ორივე კართან იქმნებოდა მეტნაკლებად სახიფათო მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

    სამგურალი: ყალიჩავა, მარკოვინა, ჯანჯღავა, ჩიხლაძე, ხორხელი, როდრიგეში, ბული, კიკაბიძე, ქარიმოვი, ახვლედიანი, გნამია
    მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, კალანდარიშვილი, პატარკაციშვილი, გეგუჩაძე, თევზაძე, არტური, მორა, დარცმელია, თოფურია, შეროზია

    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთიაскачать dle 11.3