სამგურალმა თურქული შეკრება ტობოლთან გამარჯვებით დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა თურქული შეკრება ტობოლთან გამარჯვებით დაიწყო
  • ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს ,,სამგურალმა" პირველ საკონტროლო მატჩში ყაზახური კლუბი კუსტანაის ,,ტობოლი" 1:0 დაამარცხა. ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ,,ტობოლმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყო, თუმცა წყალტუბოელმა მალე იგდეს ხელთ უპირატესობა და პირველი საგოლე მომენტიც მათ შექმნეს. 8-ე წუთზე ბექა დარცმელიას მიერ შესრულებული ,,სტანდარტული" ყაზახთა მეკარემ მოიგერია. ორიოდე წუთში ნიკა კალანდარიშვილმა ,,ტობოლის" კარის ბადეც შეარხია, მაგრამ არბიტრმა იქამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
    ანგარიში ლუკა ხორხელის ულამაზესი გოლით გაიხსნა, ლუკა ყაზახ მცველებს ტექნიკური მოძრაობებით გასცდა და უზუსტესი დარტყმით მეკარისგან მარცხენა, დაბალ კუთხეში გაიტანა.

    თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ყაზახები ძალიან ხისტად მოქმედებდნენ და არბიტრს რამდენჯერმე მოუწია შეხვედრის გაჩერება. ,,ტობოლი" ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა ,,სამგურალი" დაცვაში ყურადღებით მოქმედებდა და მეკარე ლუკა კუტალაძეც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

    მეორე ტაისმი დასაწყისში ლუკა კუტალაძის ნაცვლად კარში ნოდარ ყალიჩავა ჩადგა, 60-ე წუთიდან კი მთლიანი შემადგენლობა შეიცვალა. ტობოლს ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, თუმცა ხან ნოდარ ყალიჩავა ყოჩაღობდა, ხანაც კარში ზუსტად ვერ ურტყამდნენ.

    საბოლოოდ, ლუკა ხორხელის გოლი გამარჯვების მომტანი გამოდგა. ,,სამგურალმა" შეკრებაზე პირველივე შეხვედრა მოიგო და მორიგ შეხვედრაში ასევე ყაზახურ ,,ჟენისს" შეხვდება. მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

    [b][/b]სამგურალი: კუტალაძე, კიკაბიძე, მარკოვინა, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, მორა, დარცმელია, არტური, როდრიგეში, ხორხელი, გნამია
    შეცვლაზე შევიდნენ: ყალიჩავა, ვერულიძე, გეგუჩაძე, ქარიმოვი, ბული, ჩიხლაძე, ჯანჯღავა, თოფურია, თევზაძე, ახვლედიანი, შეროზია.

    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთიაскачать dle 11.3