ეროვნული ლიგა
| ა | კლუბი | თ | ± | ქ |
|---|---|---|---|---|
| 1. | დინამო ბთ |
28 | 11 | 50 |
| 2. | რუსთავი |
28 | 11 | 49 |
| 3. | იბერია 1999 |
28 | 9 | 49 |
| 4. | დინამო თბ |
28 | 14 | 48 |
| 5. | დილა |
28 | 6 | 40 |
| 6. | ტორპედო |
28 | 9 | 37 |
| 7. | სამგურალი |
28 | -11 | 35 |
| 8. | გაგრა |
28 | -15 | 29 |
| 9. | სპაერი |
28 | -9 | 26 |
| 10. | მეშახტე |
28 | -25 | 17 |
სამგურალმა ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა
წყალტუბოს ,,სამგურალმა"ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. მოგეხსენებათ, წყალტუბოელებმა ვარჯიში ახალი მთავარი მწვრთნელის მიხეილ აშვეთიას ხელმძღვანელობით 10 იანვარს დაიწყეს. თავდაპირველად გუნდი ქუთაისში სფფ აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ემზადებოდა, 1 თებერვლიდან კი გუნდი წყალტუბოში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის აშენებულ ბაზაზე გადავიდა.
,,სამგურალმა" პირველი ამხანაგური შეხვედრა 28 იანვარს გორში ,,დილას" წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. წყალტუბოელთა მხრიდან გოლები დიმიტრი ღურწკაიამ და ნიკა ხორხელმა გაიტანეს.
მეორე საკონტროლო მატჩი წყალტუბოელებმა გუშინ თბილისში ,,ლოკომოტივთან" გამართეს და 3:4 დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში მიხეილ აშვეთიამ ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თბილისელებმა მატჩის პირველი ნახევარი უკეთ ჩაატარეს და 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ,,სამგურალის" შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. წყალტუბოელთა კოტდივუარელმა ფორვარდმა იკპე გნამიემ სხვაობა შეამცირა 1:2. 53-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. ცოტა ხანში ლუკა ხორხელმა თედო კიკაბიძის გადაცემით გაიტანა 2:3; გნამიემ კი დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 3:3 თუმცა მატჩის 4 1-ე წუთზე დემეტრე გოჩავამ ,,,ლოკომოტივს" გამარჯვება მოუტანა.
გოლები: 1:0 მენთეშაშვილი, 2:0 მახარობლიძე, 2:1 გნამიე, 3:1 ნ.ბაშელეიშვილი (პენ), 3:2 ლ.ხორხელი, 3:3 გნამიე, 4:3 გოჩავა.
ლოკომორივი 4:3 სამგურალი (პირველი ტაიმი 2:0)
,,სამგურალის" შემადგენლობა:
(I ტაიმი) ყალიჩავა, უღრელიძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, წულაია, ჯანჯღავა, სანებლიძე, ღურწკაია, თევზაძე, ჩხაბერიძე, თოფურია.
(IIტაიმი) კუტალაძე, ბული, მორა, ჯუდ არტური, მარკოვინა, ჩიხლაძე, ლ.ხორხელი, დარცმელია, კიკაბიძე, ღურწკაია (დეისაძე), გნამიე
ლოკომოტივთან საკონტროლო მატჩით სამგურალმა ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. 8 თებერვალს გუნდი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 21 თებერვლამდე სასტუმრო ,,Aska Lara" - ში დარჩება და მზადების მეორე ეტაპს გაივლის.
იგეგმება სამი ამხანაგური შეხვედრა. ორი მეტოქე უკვე ცნობილია. 11 თებერვალს სამგურალი ყაზახურ კლუბს კუსტანაის ,,ტობოლს" შეხვდება. 14 თებერვალს ჩვენი გუნდის მეტოქე ასევე ყაზახური - ,,ჟენისი" იქნება. მესამე მეტოქე ადგილზე ჩასვლისას გაირკვევა.

დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დილა
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე