წყალტუბოს ,,სამგურალმა" ახალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ახალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ახალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" საქართველოს ჩემპიონატის ,,პრო ლიგა–2"–ისთვის მზადება დაიწყო. წყალტუბოელებმა დღეს ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით ივარჯიშეს. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვების შემდეგ გია გიგატაძემ ფეხბურთელები ბურთითაც ავარჯიშა. სამწვრთნელო პროცესმა დაახლოების ერთი საათი გასტანა. ,,ამ ეტაპზე გამძლეობაზე ვმუშაობთ, სადღესასწაულო დღეების შემდეგ ფეხბურთელები ცოტა მძიმედ არიან და ფიზიკური კონდიციების აღდგენაზე ვმუშაობთ. სავარაუდოდ, 30 იანვრიდან 11 თებერვლამდე ადგილზევე (წყალტუბოში) გვექნება ორკვირიანი შეკრება. პარალელურად გავმართავთ ამხანაგური შეხვედრებს, ამის თაობაზე მიმდინარეობს უმაღლესი და ,,პრო ლიგა–2" –ის გუნდებთან მოლაპარაკებები"–აღნიშნა ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ.

    ახალ სეზონს გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ხვდება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ,,სამგურალმა" ძირითადი ბირთვის შეინარჩუნება მოახერხა. ჩვენი გუნდისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი გამოცდილი ფორვარდის მამუკა ღონღაძის წასვლა იქნება, რომელმაც გასულ ჩემპიონატში არაერთი გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და 8 გოლით ,,საგურალის" ბომბარდირი გახდა.

    გია გიგატაძე: ,,ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ მამუკა ღონღაძესთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა, პირველად მასთან დავიწყეთ მოლაპარაკება, მაგრამ სამწუხაროდ, პირობებზე ვერ შევთანხმდით. ალბათ, სხვა გუნდებიდან უკეთესი შეთავაზებები ჰქონდა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ დაგვემშვიდობა. მადლობა გადავუხადეთ გაწეული სამსახურისთვის, მისი გოლები ძალიან დაგვეხმარა ,,პროლიგა 2"–ის საგზურის მოპოვებაში".

    მამუკა ღონღაძის გარდა გუნდიდან წავიდნენ: მალხაზ გაგოშიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ზვიად კუხალაშვილი, თემურ კანდელაკი და თემურ ჯანაშია. ჯერ–ჯერობით გადაწყვეტილი არ არის სად გააგრძელებენს ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელები კარიერას.

    ,, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის, ,,სამგურალის" თითოეულ წევრს მიუძღვის წვლილი იმაში, რომ გუნდი ,,პრო ლიგა–2"–ში მოხვდით. მხოლოდ მწვრთნელი და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ამას ვერ მოახერხებდა. ამ დიდ საქმეში ყველამ მიიღო მონაწილეობა და მათ მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის." –აღნიშნა ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა.

    წყალტუბოელთა რიგებში დღვანდელ ვარჯიშზე მრავლად იყვნენ ახალწვეულებიც. გუნდთან ერთად ვარჯიშობენ: ივანე კილაძე, რომელმაც გასული სეზონი ვანის ,,სულორში" გაატარა, ტყიბულის ,,მეშახტეს" ყოფილი მოთამაშეები თორნიკე ჯიმშელეიშვილი და ცოტნე ხარაბაძე; გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე, რომელიც ბოლოს ქუთაისის ,,ტორპრდოში" თამაშობდა და ქუთაისური გუნდი რიგებში დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა. ,,სამურალში" ვარჯიშობს ვეტერანი თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი, რომელმაც წინა სეზონი ვანის ,,სულორში" გაატარა. ჩამოთვლილი ფეხბურთელები კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

    გია გიგატაძე: ,,აღნიშნული მოთამაშეების გარდა, მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ვაწარმოებთ, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ და ,,სამგურალს" გააძლიერებენ. წინ ძალიან რთული ჩემპიონატი გველოდება. 36 თამაში ცოტა არ არის, მეორე ნომრებიც ისეთი უნდა გვყავდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძირითადის ფეხბურთელები სათანადოდ შეცვალონ. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვეცდებით, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბოთ და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".

    скачать dle 11.3