მოგება რომელიც ევროპისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ოქტომბერი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
5 ოქტომბერი, 15:30
სამგურალი1
დინამო თბ2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მოგება რომელიც ევროპისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა
  • ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის წლევანდელი გათამაშება ,,სამტრედიასთან" მოგებით დაასრულა, თუმცა ეს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

    პარალალურ შეხვედრაში ,,დილამ" 3:1 დაამარცხა ,,თელავი" და მეოთხე ადგილზე დარჩა. ჯერ გორელებსაც არ აქვთ გარანტირებული ევროტურნირებზე მოხვედრა. ამისთვის თაისის ფინალში ბათუმის ,,დინამომ" ,,საბურთალო" უნდა დაამარცხოს. ,,სამგურალი" კი 57 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა. ბედის ირონიაა, რომ წყალტუბოელებმა გასულ წელსაც 57 ქულა დააგროვეს და მაშინაც ერთი ნაბიჯი დააკლდათ ევროტურნირებამდე.

    2020 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ოთხი სეზონია ,,სამგურალი" ევროტურნირების ზღურბლზეა, თუმცა ყოველთვის რაღაც აკლდება. ორი წაგებული თასის ფინალი, გასულ წელს ბოლო ტურში ,,დილასთან" წაგებული მატჩი, რომელსაც მესამე ადგილოსანი უნდა გამოევლინა და წლეულს, საოცარი მეორე წრის შემდეგ, სრულად ჩავარდნილი მესამე წრე და მორიგი გულისწყვეტა.

    ,,სამტრედიასთან" მატჩი წყალტუბოელებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს, ახვლედიანმა სტუმრების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა 1:0

    ,,სამგურალს" ნერვიულობა ეტყობოდა და 39-ე წუთზე ახვლედიანმა დუბლით ,,სამტრედიის" უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0

    წყალტუბოელების მთავარმა მწვრთნელმა ოლექსანდრ პოკლონსკიმ უმალ შეცვლებს მიმართა, მოედანზე ბექა დარცმელია და დემურ ჩიხლაძე გამოვიდნენ.

    ტაიმის მიწურულს, სწორედ ჩიხლაძის აქტიურობის შემდეგ, მცველისგან მოგერიებულ ბურთზე ნოდარ ლომინაძემ დაამატა და ანგარიში შეამცირა - 2:1

    მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს მეტოქეს, თან პარალელურ შეხვედრაში ,,თელავი" ,,დილასთან" დაწინაურდა, რაც მთლიანად ცვლიდა მოვლენებს. 51-ე წუთზე ლომინაძის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

    ,,სამგურალისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენმა შეცდომა მალევე გამოასწორა, 55-ე წუთზე დემურ ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა - 2:2

    გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე თედო კიკაბიძის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესულმა შარბელ გომეზმა გაიტანა -2:3

    წყალტუბოელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს, თუმცა ეს ევროსაგზურისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.скачать dle 11.3