განსხვავებული ტაიმები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
განსხვავებული ტაიმები
  • წყალტუბოელებმა პირველი ტაიმი ,,ჩააგდეს" და შესვენებაზე ორბურთიანი ჩამორჩენით გავიდნენ. მე-18 და 27-ე წუთებზე გოლები ოთარ მამაგეიშვილმა და იური ტაბატაძემ გაიტანეს.

    შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა ,,სამგურალი" ვიხილეთ. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც მოედანზე დემურ ჩიხლაძე გამოჩნდა, ,,სამგურალის" 10-იანი შესანიშნავად ჩაერთო თამაშში, წყალტუბოელებმა კი სრული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს.

    62-ე წუთზე ჩიხლაძის მიერ ჩაწოდებული კუთურის შემდეგ გნამიემ თავური დარტყმით შეამცირა სხვაობა -2:1. ეს კოტდივუარელისთვის ,,სამგურალის" მაისურით სადებიუტო გოლი იყო.

    81-ე წუთზე კიდევ ერთმა შეცვლაზე გამოსულმა ფეხბურთელმა ნიკა კალანდარიშვილმა გამოიჩინა თავი. მანაც თავური დარტყმით გაიტანა გოლი და ამ ეპიზოდშიც ,,სტანდარტული" დემურ ჩიხლაძემ შეასრულა.

    დარჩენილ დროში ,,სამგურალი" მწვავედ უტევდა და გამარჯვებაც შეეძლო. დემურ ჩიხლაძის დარტყმა ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. ბარტულ მარკოვინას თავური დარტყმას კი მცველი გადაეღობა.

    ბოლოს კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი იყო, მაგრამ ,,საბურთალოს" საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვერ ვისარგებლეთ და მატჩიც ფრედ დასრულდა.

    მიუხედავად, მხოლოდ ერთი ქულის მოპოვებისა, ,,სამგურალს" კიდევ აქვს ევროტურნირების ზონაში მოხვედრის შანსი და გუნდი დარჩენილ ორ ტურში ეცდება ამ შანსების გამოყენებას.

    საბურთალო-სამგურალი 2:2
    23.11. თბილისი. დავით პეტრიაშვილი

    გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (18. გ. კოხრეიძის პასით), 2:0 ტაბატაძე (26), 2:1 იკპე (62. ჩიხლაძის პასით), 2:2 კალანდარიშვილი (81. ჩიხლაძის პასით)

    საბურთალო (4-3-3): კუპატაძე - ც. კაპანაძე, ჩადუნელი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა - გ. მამაგეიშვილი (83. სიხარულიძე), შ. ნონიკაშვილი, ო. მამაგეიშვილი (62. კომახიძე) - გ. კოხრეიძე (62. სილაგაძე), ტაბატაძე (75. ჩამბა), სილა (74. ლ. ნონიკაშვილი)
    სათადარიგოები: მეგრელიშვილი - ციცქიშვილი, გვარაძე
    მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი (58. მარკოვინა), მაისაშვილი, ბული (66. კალანდარიშვილი) - ლომინაძე, დარცმელია (66. კაგაიამა) - ა. ვერულიძე (54. ნ. ხორხელი), სულაქველიძე (54. ჩიხლაძე), ლ. ხორხელი - იკპე
    სათადარიგოები: კუტალაძე - ლეანდრო ლიმა, არტური, ჩიხრაძე
    მწვრთნელი: ოლეკსანდრ პოკლონსკი

    გაფრთხილება: კუპატაძე (9), იკპე (9), ლომინაძე (13), ტაბატაძე (24), სილა (34), გ. კოხრეიძე (57), გ. მამაგეიშვილი (68)

    არბიტრი: ჯ. ხორავა
    скачать dle 11.3