სამგურალის შესანიშნავი ქამბექი ბათუმის დინამოსთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალის შესანიშნავი ქამბექი ბათუმის დინამოსთან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 33-ე ტურში,  გათამაშების ლიდერი ბათუმის ,,დინამო",  დრამატულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით წყალტუბოელებმა ევროტურნირებზე მოხვედრის შანსები შეინარჩუნეს.


    ბათუმის ,,დინამოსთან", განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, ის ძველი ,,სამგურალი" ვიხილეთ, რომელმაც თავისი ბრძოლისუნარიანობით,სანახაობრივი  თამაშითა და ერთსულოვნებით ნეიტრალურ გულშემატკივრებსაც შეაყვარა თავი.

     ძალიან რთული კალენდრისა და სატურნირო ვითარების მიუხედავად,  ამ გამარჯვებამ სამგურალის ქომაგებს იმედები ჩაუსახა - თუკი გუნდი დარჩენილ შეხვედრებშიც ასეთი შემართებით ითამაშებს  შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს...


    ...  ,,სამგურალისთვის" მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. ბათუმის ,,დინამომ" 26-ე წამზე გახსნა ანგარიში. დაცვის ჩავარდნით პაატა ღუდუშაურმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან დააწინაურა ნომინალური სტუმრები - 0:1

    წყალტუბოელებმა 25-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში. გნამიემ მოედნის ცენტრში კობახიძეს მოუგო ორთაბრძოლა და ალექსანდრე ვერულიძეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, თავის მხრივ ვერულიძემაც ოსტატურად ითამაშა, საჯარიმოში  ორი მცველი სტატისტის როლში დატოვა და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა -1:1

    32-ე წუთზე ბათუმლები ისევ დაწინაურდნენ, ბიძინაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა - 1:2

    პირველი ტაიმი ,,დინამოს" გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში კი სულ სხვა ,,სამგურალი" ვიხილეთ. თამაშის განახლებამდე ბარტულ მარკოვინას ნაცვლად მოედანზე დავით მაისაშვილი გამოვიდა. ოლეკსანდრ პოკლონსკიმ შეცვლა გამოიცნო, მაისაშვილს 1 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. ბექა დარცმელიას ,,სტანდარტულის" შემდეგ მან მცველებს დაასწრო და ბურთი კვასხვაძის კარში გადაგზავნა 2:2

    თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, სამგურალიდან კოტდივუარელ ლეგიონერს იკბე გნამიენს ჰქონდა ორი საგოლე შანსი, მაგრამ ორივეჯერ ბურთი კარს ასცდა.

    კარგად თამაშობდა ლევან შოვნაძე, რომელმაც ბიძინაშვილის,  მათე ვაწაძისა და ცოტნე მოსიაშვილის ძალიან სახიფათო დარტყმები მოიგერია.

    ამასობაში პოკლონსკიმ შეცვლებს მიმართა და კვლავ ,,ათიანში მოარტყა" .

    გამარჯვების გოლი სწორედ ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე შარბელ გომეზმა კარგად ითამაშა მოედნის ცენტრში, მეურვეებს გასცდა და ნიკა კალანდარიშვილს კარგი გადაცემა გაუკეთა, ნიკამ კი მცველებს თავბრუ დაახვია და მარჯვენა შორეულ კუთხეში ,,ჩააბზრიალა" ბურთი 3:2.

    თამაში კიდევ 2 წუთი გაგრძელდა. ,,სამგურალმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სამეულისთვის მებრძოლ მარათონს არ გამოეთიშა.

    მომდევნო ტურის შეხვედრას ,,სამგურალი" 24 ნოემბერს სტუმრად ,,საბურთალოსთან" გამართავს.



    სამგურალი-დინამო (ბთ) 3:2
    11.11. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

    გოლები: 0:1 ღუდუშაური (1), 1:1 ა. ვერულიძე (25. იკპეს პასით), 1:2 ღუდუშაური (32. ბიძინაშვილის პასით), 2:2 მაისაშვილი (47. დარცმელიას პასით), 3:2 კალანდარიშვილი (90+5. გომესის პასით)

    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მარკოვინა (46. მაისაშვილი), ბული - ლომინაძე, დარცმელია (90. კაგაიამა) - ლ. ხორხელი, სულაქველიძე (81. ჩიხლაძე), ა. ვერულიძე (90. გომესი) - იკპე (78. კალანდარიშვილი)
    სათადარიგოები: კუტალაძე - ლეანდრო ლიმა, ჩიხრაძე, თოფურია
    მწვრთნელი: ოლეკსანდრ პოკლონსკი

    დინამო (4-1-4-1): კვასხვაძე - მამუჩაშვილი, ბალიჩი, კობახიძე, ხარაბაძე - მოსიაშვილი - ღუდუშაური (67. ფლამარიონი), ბიძინაშვილი, ც. ფაცაცია (67. ტეიდი), წიტაიშვილი (73. იაკობსენი) - თ. კაპანაძე (73. ვაწაძე)
    სათადარიგოები: ჩიჩკანი - ქაფიანიძე, ბაგრატიონი
    მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

    გაფრთხილება: ბიძინაშვილი (39), სულაქველიძე (41), პატარკაციშვილი (45), ა. ვერულიძე (70), იაკობსენი (80), მოსიაშვილი (83)
    არბიტრი: გ. ავაზაშვილი
    скачать dle 11.3