,,საბურთალოსთან" მარცხი წარსულია, მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,საბურთალოსთან" მარცხი წარსულია, მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ!
  • ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა ოლექსანდრ პოკლონსკიმ ,,საბურთალოსთან" განვლილ მატჩსა და ბათუმის ,,დინამოსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

    ,,სამწუხაროდ, თასის ნახევარდინალურ შეხვედრაში დავმარცხდით. თუმცა, ეს უკვე წარსულია. ,,საბურთალოსთან" განცდილი მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და მათზე უნდა ვიფიქროთ.

    თამაშს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ. სწრაფი გოლი მივიღეთ, რამაც გუნდზე ცუდად იმოქმედა, დიდ ხანს ვცდილობდით გადაწყობას, მაგრამ არ გამოგვდიოდა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გავათანაბრეთ ანგარიში, რასაც გუნდზე ფსიქოლოგიურად კარგად უნდა ემოქმედა... თუმცა, 30 წამში მეორე გოლი გავუშვით და ყველაფერი თავიდან დაიწყო. შემდეგ ვეცადეთ მდგომარეობის გამოსწორებას, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ სწრაფად გაშვებულმა გოლებმა გუნდზე ცუდად იმოქმედა, თამაშის შემოტრიალება ვეღარ შევძელით.

    წაგების სხვებზე გადაბრალება არ მჩვევია, ყოველთვის ჩემს გუნდში ვეძებ მარცხის მიზეზებს, მაგრამ, არბიტრების მხრიდანაც იყო შეცდომები. ეს კი სამწუხაროდ, პირველად არ ხდება. ,,დინამოსთან" პენალტი არ დაგვიდეს, აქ თამაშგარე მდგომარეობიდან მივიღეთ გოლები... ეს რა თქმა უნდა, გუნდზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ რაც არ უნდა შეცდომები იყოს სხვისი მხრიდან, პირველ რიგში მარცხის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.

    ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ,,სამგურალი" ბათუმის ,,დინამოს" ხვდება. სამგურალის მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩის შესახებაც ისაუბრა.

    ,,ბათუმის" დინამო ძლიერი და ღირსეული მეტოქეა. ანდრეი დემჩენკოს დიდი ხანია ვიცნობ, ერთ პერიოდში ვთამაშობდით. მისი გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და ამით ბევრი რამე ნათქვამია. შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ არ გვეშინია!

    ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი დასასრულს უახლოვდება. 26 მაისის სახელობის სტადიონზე არსებული მდგომარეობის გამო (დაითესა ახალი მინდორი) გუნდი გადამწყვეტ საშინაო შეხვედრებსაც ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. ,,სამგურალი" ბათუმის ,,დინამოს" სამტრედიაში უმასპინძლებს... ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელს ამ საკითხზეც ვკითხეთ.

    ოლეკსანდრ პოკლონსკი: ,,უმნიშვნელო წვრილმანები ფეხბურთში არ არსებობს... რა თქმა უნდა, ცუდია, რომ გუნდი საკუთარ მოედანზე ვერ თამაშობს და ვარჯიშიც სხვაგან უწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი რეალობაა და ვერაფერს შევცვლით. არც პირველი ვართ და არც ბოლო, ვისაც ასეთი პრობლემა შექმნია. ამ კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს და სამომავლოდ მოედნის პრობლემა აღარ იქნება, ამ ეტაპზე კი უნდა მივიღოთ ის რაც არის და მოვემზადოთ მომდევნო მატჩებისთვის. ვიბრძოლოთ, ხასიათი გამოვავლინოთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ"!скачать dle 11.3