სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

ბოლო წუთზე გაშვებული შანსი

3-11-2023, 23:51
ბოლო წუთზე გაშვებული შანსი
,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოსთან" გამართა. დაძაბული და ემოციებით დატვირთული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ წყალტუბოელებს 3 ქულის მოპოვებისა და უშუალო კონკურენტის დამარცხების ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე ბექა დარცმელიამ ,,სტანდარტულიდან" ,,ტორპედოს" საჯარიმოში გაუშვა ბურთი, რასაც მასპინძელთა კართან არეულობა მოჰყვა, ლეანდრო ლიმა დაახლოებით 7 მეტრიდან ურტყამდა კარში, მაგრამ ,,ტორპედოს" მეკარე ფილიპ კლიაიჩმა რომ იტყვიან ,,მკვდარი ბურთი" მოიგერია და მასპინძლები აშკარა გოლისგან იხსნა.

იქამდე მოედანზე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. მატჩის არბიტრმა კოტე გიორგაძემ 10 ყვითელი და 1 წითელი ბარათი გამოიყენა. შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ყველაზე რეალური სწორედ ლიმას მომენტი იყო.

32 ტურის შემდეგ ,,სამგურალს" 47 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა და მესამე ადგილოსან ,,ტორპედოს" 5 ქულით ჩამორჩება.

ტორპედო-სამგურალი 0:0

03.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო (4-3-3): კლიაიჩი - მჭედლიშვილი, მონტეირო, გოგლიჩიძე, შერგელაშვილი - მანჯგალაძე, არაბიძე (55. ეკონგოლო), გიგაური - ბუღრიძე (65. ნეტო), აკბარი (81. ჰაიდარი), ნინკოვიჩი
სათადარიგოები: გოშაძე - ჭიჭინაძე, ფანცულაია, ტყეშელაშვილი, ჯ. ჩაჩუა, იმედაძე
მწვრთნელი: სტივ კინი

სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე (75. ა. ვერულიძე), პატარკაციშვილი, მარკოვინა, კალანდარიშვილი - არტური, დარცმელია - ნ. ხორხელი (62. ლეანდრო ლიმა), ჩიხლაძე (64. ლომინაძე), კაგაიამა (64. გომესი) - ბალანიუკი (69. იკპე)
სათადარიგოები: ყალიჩავა - მაისაშვილი, ლ. ხორხელი, ბული
მწვრთნელი: ოლეკსანდრ პოკლონსკი

გაფრთხილება: დარცმელია (28), ნ. ხორხელი (34), მარკოვინა (37), კაგაიამა (45), ნინკოვიჩი (61), ეკონგოლო (81), მანჯგალაძე (90+3), არტური (90+3), გიგაური (90+6)
გაძევება: გიგაური (90+6. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: კ. გიორგაძე
скачать dle 11.3