თბილისის ,,დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელს ოლეკსანდ პოკლონსკის გავესაუბრეთ. უკრაინელი სპეციალისტი 20 დღეა რაც წყალტუბოურ კლუბს წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით ,,სამგურალმა" 3 შეხვედრა ჩაატარა და საინტერესოა, რაც ფიქროს ის ქართულ ფეხბურთსა და მის ამჟამინდელ კლუბზე.პირველ რიგში გილოცავთ ,,დინამოსთან" გამარჯვებას, რთული მატჩი გამოვიდა, როგორ ფიქრობთა, რის ხარჯზე შეძელით შემდეგ ეტაპზე გასვლა? დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მართლაც ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ. თბილისის ,,დინამო" ყოველთვის იყო ბრენდი და სამომავლოდაც ასე იქნება. ასეთი რთული მეტოქის წინააღმდეგ ფეხბურთელების შესაბამისად განწყობა მოვახერხეთ. ვიბრძოლეთ, ვიომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს, დღეს მათ გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს.
ფეხბურთელებმა პენალტები იდეალურად შეასრულეს, პენალტების სერიისთვის ემზადებოდით?ამის შესახებ გვქონდა საუბარი... საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თასის ნახევარფინალებში მითამაშია და საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, როცა პენალტებისთვის წინასწარ ემზადები, ამას შესაბამისი შედეგი არ მოაქვს. ამიტომ, ჩვენ ვარჯიშებზე სპეციალურად, პენალტებზე არ გვიმუშავია. მითხრეს, რომ მეკარე (ნოდარ ყალიჩავა), რომელიც პენალტების სერიის წინ შემოვიყვანეთ, ძლიერია ამ კომპონენტში, ამიტომ გავაკეთეთ ეს ცვლილება.
4 დღეში თბილისის ,,დინამოს" ჩემპიონატის მატჩში ხვდებით. მომავალ დაპირისპირებაზე და ,,სამგურალის" შანსებზე რას იტყვით?შანსები ყოველთვის არის. 6 ტურია დარჩენილი და ყველა თამაში ფინალის ტოლფასია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ,,დინამო" ძლიერი კლუბია, მაგრამ თუ გვინდა ევროტურნირებზე მოხვედრა თამაშები უნდა მოვიგოთ. წინ რთული მატჩი გველოდება, დღევანდელმა შეხვედრამ დიდი ემოციები და ენერგია წაიღო, საჭიროა, რომ ბიჭებმა აღდგენა მოახერხონ, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციების მხრივ.
ორ კვირაზე მეტია ,,სამგურალში" მუშაობთ, ქართულ ფეხბურთზე რას იტყვით?ყოველთვის მიმაჩნდა და ამის თაობაზე, კლუბის ხელმძღვანელობასთან და ფეხბურთელებთანაც მქონდა საუბარი, ყოფილ საბჭოთა კავშირში საუკეთესო ფეხბურთელების ორი ჯგუფი არსებობდა - უკრაინელები და ქართველები, რომლებიც თავიანთი ნიჭიერებით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. რა თქმა უნდა, ამჟამად იმ პერიოდისგან განსხვავებული ვითარებაა, მაგრამ ის კარგი ტრადიციები არ იკარგება. იმედია, სხვები არ მიწყენენ, ახლაც, პოსტსაბჭოთა სივრციდან სწორედ ქართველი და უკრაინელი ფეხბურთელები გამოირჩევიან. ხვიჩა კვარაცხელია, მუდრიკი, ზინჩენკო, უფრო ადრე შევჩენკო... ჰენრიხ მხითარიანს თუ არ ჩავთლით, სხვა რომელ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჰყავდა, ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც უკრაინსა და საქართველოს?!
ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკითა და შემოქმედებითი ფეხბურთით. ახლაც, საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ.
,,სამგურალზე" რას იტყვით?
ბოლო პერიოდში ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ,,სამგურალი" კარგი გუნდია, აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის.... ეს რთული პერიოდი ერთად უნდა გადავლახოთ. დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ყველა თამაშს, როგორც ფინალს ისე უნდა მივუდგეთ. მჯერა ჩვენი ბიჭების. შევეცდებით, გაცემული ავანსები გავამართლოთ.
скачать dle 11.3