დინამოს გავლით საქართველოს თასის ნახევარფინალში! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ოქტომბერი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
5 ოქტომბერი, 15:30
სამგურალი1
დინამო თბ2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დინამოს გავლით საქართველოს თასის ნახევარფინალში!
  • წყალტუბოელებმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში თბილისის ,,დინამო" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ,,საბურთალო" იქნება.

    ,,დინამოსთან" სათასო დაპირისპირება ძალიან დაძაბული, საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა.
    ოლეკსანდრ პოკლონსკის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მე-9 წუთზე კუთხურის შემდეგ ომარ პატარკაციშვილი იყო გოლის გატანასთან ახლოს, თუმცა მისი დარტყმის შედეგად ბურთი ძელს მოხვდა.

    მწვავე მომენტები ჰქონდათ დინამოელებსაც, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო ლევან შოვნაძე, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.
    40-ე წუთზე ლეანდრო ლიმას წაქცევისთვის თბილისელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ბექა დარცმელიამ ,,სტანდარტული" იდეალურად შეასრულა და გამოცდილ გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა - 1:0
    სხვათა შორის, დარცმელიასთვის ეს სამგურალის მაისურით სადებიუტო გოლი გახლდათ.

    მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე დინამოელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი სტუმართაგან ყველაზე აქტიურმა - ლაშა ოდიშარიამ გაიტანა.
    72-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა თავური დარტყმით დალაშქრა ლევან შოვნაძის კარი, მაგრამ იქამდე ის თედო კიკაბიძის წინააღმდეგ წესებს არღვევდა და ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა.

    ორივე გუნდის მცდელობების მიუხედავად, ძირითად და დამატებით დროებში გოლი აღარ გასულა. არადა, აქაც უკეთესი სანსები წყალტუბოელებს ჰქონდათ, თუნდაც ტაიკი კაგაიამას ორი მეტრიდან აცილებული თავური დარტყმა და გნამიეს მომენტი გავიხსენოთ, როცა ბრუნში ურტყამდა და ბურთს ლორია გადაეღობა.

    საბოლოოდ, საქმე პენალტებამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანების სერიამდე ლევან შოვნაძის ნაცვლად მოედანზე ნოდარ ყალიჩავა გამოვიდა. შოვნაძე მთელი მატჩის განმავლობაში შეუცდომლად თამაშობდა, თუმცა ყალიჩავას მიმდინარე სეზონში 6 დან 5 პენალტი ჰქონდა მოგერიებული და ალბათ, თერთმეტმეტრიანების სერიაში მასზე ამის გამო გაკეთდა აქცენტი.

    წყალტუბოელებმა პენალტები იდეალურად შეასრულეს, დარცმელიამ, ბალანიუკმა, პატარკაციშვილმა, გომესმა და ვერულიძემ ზუსტად დაარტყეს. ,,დინამოდან" გიორგი ხარაიშვილმა ვერ გაიტანა და თერთმეტმეტრიანების სერია ,,სამგურალმა" 5:3 მოიგო.

    ,,საბურთალოსთან" ნახევარფინალური შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში ,,დავით პეტრიაშვილი არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

    საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი

    სამგურალი-დინამო (თბ) 1:1, დდ 0:0, პენ 5:3

    25.10. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
    გოლები: 1:0 დარცმელია (40), 1:1 ოდიშარია (51)
    პენალტების სერია: 1:0 დარცმელია, 1:0 ხარაიშვილი (ძელი), 2:0 ბალანიუკი, 2:1 მექვაბიშვილი, 3:1 პატარკაციშვილი, 3:2 კობოური, 4:2 გომესი, 4:3 კამარა, 5:3 ა. ვერულიძე

    სამგურალი: შოვნაძე (119. ყალიჩავა), კიკაბიძე, მარკოვინა, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, ლეანდრო ლიმა (61. გომესი), სულაქველიძე (61. კაგაიამა), არტური, დარცმელია, ნ. ხორხელი (87. ა. ვერულიძე), იკპე (119. ბალანიუკი)

    დინამო: ლორია, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, კადეტე (99. კობოური), მექვაბიშვილი, ოსეი (90+3. ოსიყმაშვილი), ხარაიშვილი, ოდიშარია (99. თ. კირკიტაძე), ბუშნია (67. კამარა), სხირტლაძე

    გაფრთხილება: სულაქველიძე (45+1), კალანდაძე (48), იკპე (66), მექვაბიშვილი (69), ხარაიშვილი (76)
    არბიტრი: ბ. ნინუა
    скачать dle 11.3