სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

პოკლონსკის სამქულიანი დებიუტი

8-10-2023, 22:26
პოკლონსკის სამქულიანი დებიუტი
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლექსანდრ პოკლონსკის თაოსნობით ,,შუქურა" დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა.

უკრაინელი სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოდგა. წყალტუბოელებმა საწყისი წუთებიდან შეუტიეს მეტოქეს და გოლიც საკმაოდ სწრაფად გაიტანეს. მე-17 წუთზე დენის ბალანიუკის გადაცემის შემდეგ გიორგი სულაქველიძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

28-წუთზე სტუმართა კართან კიდევ ერთხელ დაიძაბა მდგომარეობა, ლეანდრო ლიმას დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ მოიგერია, შეტევა გაგრძელდა და ბალანიუკმა შესანიშნავი გადაცემით სულაქველიძემ კიდევ ერთხელ გაატანინა - 2:0

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ნიკა ხორხელმა ჩვეულ სტილში დაარტყა და ,,შუქურას" კარში მესამე გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ბალანიუკის ჯერიც დადგა, ,,შუქურას" საჯარიმოში არეულობით მან კარგად ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

64-ე წუთზე ბალანიუკმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად მან შეცვლაზე შესულ დემურ ჩიხლაძეს გაუკეთა ასისტი, დემიკომაც ზუსტად დაარტყა და მიმდინარე ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა - 5:0

დარჩენილ დროში წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ, ორჯერ მეკარესთან პირისპირაც გავედით, თუმცა ,,შუქურას" კარში მეტი გოლი აღარ გასულა.

მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 21 ოქტომბერს სტუმრად ,,თელავთან" გამართავს.

სამგურალი-შუქურა 5:0
08.10. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
გოლები: 1:0 სულაქველიძე (17. ბალანიუკის პასით), 2:0 სულაქველიძე (28. ბალანიუკის პასით), 3:0 ნ. ხორხელი (48), 4:0 ბალანიუკი (58. გომესის პასით), 5:0 ჩიხლაძე (64. ბალანიუკის პასით)
სამგურალი (4-2-3-1): კუტალაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქარიმოვი (52. ლომინაძე), კალანდარიშვილი - არტური, სულაქველიძე - ნ. ხორხელი (64. ა. ვერულიძე), კაგაიამა (52. ჩიხლაძე), ლეანდრო ლიმა (46. გომესი) - ბალანიუკი (64. იკპე).
მწვრთნელი: ოლეკსანდრ პოკლონსკი
შუქურა (4-2-3-1): აბრამიშვილი - კამლაძე, ასათიანი (85. ნადირაძე), ჩაკვეტაძე (71. ჩანქსელიანი), გ. ქავთარაძე - გაზდელიანი (52. გოგოლაშვილი), ჯინჭარაძე - აფხაზავა (52. კვარაცხელია), ჯანელიძე, ბ. ვერულიძე (71. ანანიძე) - მუჯირი.
მწვრთნელი: კარლოს გონსალესი
გაფრთხილება: აფხაზავა (50)
არბიტრი: ი. ხერხაძე

скачать dle 11.3