ბოლო წუთზე დაკარგული ქულები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბოლო წუთზე დაკარგული ქულები
  • მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშისა ,,სამგურალი" სამეულში და ევროტურნირებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. წყალტუბოელები ,,გაგრასთან" 3 ქულასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გოლი გაუშვეს და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ.

    გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის წასვლის შემდეგ ,,სამგურალი" ,,გაგრასთან" მატჩში სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გაიყვანა.

    სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იყო. კარში ლევან შოვნაძის ნაცვლად ლუკა კუტალაძე ჩადგა, რომელსაც ,,სამგურალის" მაისურით დებიუტი ჰქონდა.

    შეიცვალა დაცვის ცენტრიც, სადაც ომარ პატარკაციშვილისა და მეხრუბონ ქარიმოვის დუეტმა ითამაშა.

    ,,სამგურალი" პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო. 28-ე წუთზე გიორგი ლომთაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კუტალაძემ მოიგერია, მაგრამ ამ ეპიზოდს ლომთაძის მიმართ გომეზის უხეშობა და ,,სამგურალის" კარში პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ლომთაძემ ზუსტად შეასრულა - 0:1

    36-ე წუთზე ,,ვარის" ჩარევით სტუმართა კარშიც დაინიშნა პენალტი, მაგრამ ტაიკი კაგაიამას დარტყმა ოლეკსანდ ვორობეიმ მოიგერია.

    წყალტუბოელებმა მეორე ტაიმი ძალიან კარგად დაიწყეს. მატჩის განახლებისთანავე დენის პალანიუკმა პენალტუ გამოიმუშავა და თავადვე გაიტანა 1:1

    53-ე წუთზე კიკაბიძის, ლიმასა და ბალანიუკის აქტიურობის შემდეგ ტაიკი კაგაიამამ შორეული კუთხე კარგად ,,ჩაკეტა" და ,,სამგურალი" წინ გაიყვანა 2:1

    წყალტუბოელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლეს. ბოლოს კი ვა-ბანკზე წასულმა ,,გაგრამ" გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და ,,სამგურალს" მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

    მომდევნო ტურის შეხვედრას ,,სამგურალი" 8 ოქტომბერს ქობულეთის ,,შუქურას" წინააღმდეგ გამართავს.

    სამგურალი-გაგრა 2:2
    02.10. ზესტაფონი. დავით აბაშიძე

    გოლები: 0:1 ლომთაძე (28-პენ), 1:1 ბალანიუკი (47-პენ), 2:1 კაგაიამა (51), 2:2 შონგა (90+5. მუსელიანის პასით)
    გამოუყენებელი პენალტი: კაგაიამა (36)

    სამგურალი (4-2-3-1): კუტალაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქარიმოვი, კალანდარიშვილი - არტური, სულაქველიძე (85. დარცმელია) - ლეანდრო ლიმა (80. მაისაშვილი), კაგაიამა (80. ლ. ხორხელი), გომესი (63. ნ. ხორხელი) - ბალანიუკი (63. იკპე).
    მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

    გაგრა (4-2-3-1): ვორობეი - ხოსიტაშვილი (63. მამაცაშვილი), პაპავა, კაკუბავა, კლოდინი (80. ბეგლარიშვილი) - კაკაშვილი, შ. ბურჯანაძე (63. ივანიაძე) - ლომთაძე, შონია (69. შუბითიძე), მუსელიანი - შონგა.
    მწვრთნელი: გიორგი ონიანი
    გაფრთხილება: შ. ბურჯანაძე (15), კალანდარიშვილი (30), კაკუბავა (67), კაკაშვილი (72)
    არბიტრი: ა. აფციაური
    скачать dle 11.3