მნიშვნელოვანი გამარჯვება საბურთალოსთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მნიშვნელოვანი გამარჯვება საბურთალოსთან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში უშუალო კონკურენტი ,,საბურთალო" 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამ მოგებით წყალტუბოელები მეტოქეს წამოეწივნენ და სამეულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

    ზესტაფონში გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. წყალტუბოელები 36-წუთზე შარბელ გომეზის გოლით დაწინაურდნენ. ბენინელ ლეგიონერს საგოლე გადაცემა ბრაზილიელმა ლეანდრო ლიმამ გაუკეთა, რომელსაც დღეს ,,სამგურალის" შემადგენლობაში და ეროვნულ ლიგაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა.

    შეხვედრა ორმხრივ შეტევებში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე კართან იქმნებოდა მომენტები. მეორე ტაიმში გომეზს დუბლის შესრულება შეეძლო, 53-ე წუთზე მისი ეფექტური დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

    გოლის გატანა შეეძლო შეცვლაზე შესულ ნიკა ხორხელს, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

    მომენტები ,,ნომინალურ" სტუმრებსაც ჰქონდათ, განსაკუთრებით 70-ე წუთზე ბაქარ ქარდავას თავური დარტყმაა გამოსარჩევი, რა დროსაც შესანიშნავად ითამაშა ლევან შოვნაძემ და ეფექტურ ნახტომში მოიგერია ბურთი.

    შოვნაძემ სხვა ეპიზოდებშიც საიმედოდ ითამაშა.

    მორიგი ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 24 სექტემბერს სტუმრად გორის ,,დილასთან" გამართავს.




    სამგურალი 1:0 საბურთალო

    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXV ტური

    სამგურალი-საბურთალო 1:0
    17.09. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
    გოლი: 1:0 გომესი (36. ლეანდრო ლიმას პასით)
    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მარკოვინა, ბული - ლომინაძე (64. სულაქველიძე), არტური - ლეანდრო ლიმა (46. ნ. ხორხელი), კაგაიამა, გომესი (70. მაისაშვილი) - იკპე (90+5. ლად. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: კუტალაძე - ჩიხლაძე, დარცმელია, ქარიმოვი, ბალანიუკი
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    საბურთალო (4-3-3): კუპატაძე - კომახიძე (67. ც. კაპანაძე), ჩადუნელი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა - ო. მამაგეიშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი (80. სიხარულიძე) - გ. მამაგეიშვილი (57. ციცქიშვილი), სილაგაძე (67. გ. კოხრეიძე), ჩამბა (57. სილა)
    სათადარიგოები: მეგრელიშვილი - შ. ნონიკაშვილი, მამასახლისი, გვარაძე
    მწვრთნელი: ომარ თეთრაძე
    გაფრთხილება: ნ. ხორხელი (63), სულაქველიძე (65), იკპე (77), ბული (79), ქარდავა (90+8), არტური (90+8)
    არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
    скачать dle 11.3