დერბი გოლების გარეშე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
28 მარტი, 19:00
სამგურალი
იბერია
წინა მატჩი
16 მარტი, 18:00
გაგრა0
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დერბი გოლების გარეშე
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის ,,ტორპედოს" უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

    მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით ალექსანდრე ალექსეევის ხსოვნას მიაგეს პატივი.
    დამსახურებული მწვრთნელი საშა ალექსეევი წლების განმავლობაში ,,სამგურალში" ფიზმომზადების მწვრთნელად მუშაობდა.

    მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ,,სამგურალი" გაცილებით მწვავედ უტევდა. პირველი რეალური საგოლე მომენტი მე-7 წუთზე ნიკა ხორხელმა შექმნა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ,,ტორპედოს" სერბმა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია. სხვათა შორის, ქუთაისელთა კარის დარაჯმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დაფიქსირებული ანგარიში დიდწილად მისი კარგი გარჯის დამსახურებაცაა. მან არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

    ტორპედოელებმა კაბალიეროს სახიფათო შეტევით უპასუხეს, გიგაურის გადაცემის შემდეგ კაბალიერო ახლოდან ცდილობდა დარტყმას, მაგრამ წინ ,,სამგურალის" მეკარე ლევან შოვნაძე გადაეღობა და დასარტყმელი სივრცე შეუმცირა.

    29-ე წუთზე შარბელ გომესმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა კარგად და ცრუმოძრაობების შემდეგ მახვილი კუთხიდან კარშიც დაარტყა, მაგრამ სერბმა მეკარემ კვლავ უშეცდომოდ ითამაშა.

    30-ე წუთზე ჩვენს კართან არეულობა შეიქმნა, თუმცა ტორპედოელებმა ამით ვერ ისარგებლეს და არაზუსტად დაარტყეს.

    33-ე წუთზე ჯუდ არტურმა შორიდან სახიფათოდ ,,გაისროლა", თუმცა სიზუსტე დააკლდა.

    შემდეგ კვლავ ნიკა ხორხელმა სცადა სტუმართა დამწუხრება, მაგრამ ამჯერად ბურთი კარს ააცილა.

    მეორე ტაიმიც ,,სამგურალის" შეტევებით განახლდა 47-ე წუთზე ყურადღების ცენტრში ისევ ნიკა ხორხელი მოექცა. ახალგაზრდა შემტევმა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ კლიაიჩი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

    70-ე წუთზე კუთხურის შემდეგ დავით მაისაშვილის თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა ,,ტორპედოს" კარს.

    83-ე წუთზე ნიკა ხორხელმა ტორპედოელთა მარჯვენა ფრთა აიკლო და კარშიც დაარტყა, მაგრამ სერბი მეკარე კვლავ შეუვალი იყო.

    დღეს ,,სამგურალის" რიგებში დებიუტი ჰქონდათ კოტდივუარელ ფორვარდ გნამიენ იკპეს და საყრდენ ნახევარმცველ გიორგი სულაქველიძეს.

    გნამიენი 72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და მატჩის გმირიც შეეძლო გამხდარიყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია.

    გიორგი სალუქვაძე კი მოედანზე 89-ე წუთზე ნოდარ ლომინაძის ნაცვლად შევიდა და მინდორზე 7 წუთი დაჰყო.
    ორივე ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში პირველად ითამაშა .

    მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე წყალტუბოელებმა კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ლადო ჩიხრაძემ მცველებს გაასწრო და კარშიც დაარტყა, მაგრამ კლიაიჩმა კიდევ ერთი ბურთი მოიგერია.

    ბოლოს, ,,ტორპედოსაც" ჰქონდა ერთი კარგი მომენტი, თუმცა წყალტუბოელების ბედად კაბალიეროს დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულა.

    მომდევნო ტურის მატჩს სამგურალი 1 სექტემბერს ბათუმში, გათამაშების ლიდერ ბათუმის ,,დინამოსთან" გამართავს.

    სამგურალი 0:0 ტორპედო

    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXIII ტური
    სამგურალი-ტორპედო 0:0
    27.08. წყალტუბო. 26 მაისი

    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე (85. ა. ვერულიძე), პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი - ლომინაძე (90. სულაქველიძე), არტური - ნ. ხორხელი, ჩიხლაძე (72. იკპე), გომესი (90. ლად. ჩიხრაძე) - კაგაიამა
    სათადარიგოები: კუტალაძე - მარკოვინა, ბული, დარცმელია, ბალანიუკი,
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

    ტორპედო (4-2-3-1): კლიაიჩი - ქობულაძე (67. გოგლიჩიძე), მონტეირო, სანდოხაძე, შერგელაშვილი - აკბარი (67. მანჯგალაძე), გიგაური - ბუღრიძე (85. მჭედლიშვილი), არაბიძე, ჰაიდარი (67. ფანცულაია) - კაბალიერო
    სათადარიგოები: გოშაძე - ჭიჭინაძე, ნინკოვიჩი, ნეტო, კაიკე
    მწვრთნელი: სტივ კინი

    გაფრთხილება: ლომინაძე (27), აკბარი (43), არტური (75), კალანდარიშვილი (78), მჭედლიშვილი (88), გოგლიჩიძე (90+6)
    არბიტრი: ა. აფციაური

    скачать dle 11.3