სამგურალი საქართველოს თასის მეოთხედფინალშია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი საქართველოს თასის მეოთხედფინალშია
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფენალურ შეხვედრაში ხობის ,,კოლხეთი" სტუმრად 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

    შეხვედრა განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. საწყისი წუთებუ ხობელებმა აქტიურად ჩაატარეს და მე-7 წუთზე გიგა ამბროლაძის გოლით დაწინაურდნენ. წყალტუბოელებმა პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ლეანდრო ლიმას ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიკა ხორხელმა მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა -1:1
    მეორე ტაიმში ,,სამგურალი" სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშზეც აისახა. 54-ე წუთზე ლუკა ხორხელმა საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით წყალტუბოელები წინ გაიყვანა - 1:2
    საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა შარბელ გომეზმა დააფიქსირა - 1:3

    კოლხეთი (ხ)-სამგურალი 1:3
    29.07. განმუხური. ცენტრალური
    გოლები: 1:0 გ. ამბროლაძე (7), 1:1 ნ. ხორხელი (45+1), 1:2 ლ. ხორხელი (54), 1:3 შ. გომესი (76)
    კოლხეთი (ხ): ნ. ჯოხაძე, გ. ადამაძე, ნ. ხარაბაძე, ზ. ჭანტურიძე (73. მ. რასულოვი), გ. წურწუმია, გ. ამბროლაძე (82. გ. ფიფია), ლ. მეფიშვილი, ო. ტორაძე (73. ა. სულაძე), ი. ჭანკვეტაძე, ი. შონია (82. ლ. გოგენია), გ. სამუშია (61. გ. მიზოევი)
    სამგურალი: ლ. შოვნაძე, თ. კიკაბიძე, დ. მაისაშვილი, ო. პატარკაციშვილი, ნ. კალანდარიშვილი, ნ. ლომინაძე (70. ჩიხლაძე), ტ. კაგაიამა (65. ლ. ჩიხრაძე), ბ. დარცმელია, ნ. ხორხელი (77. ა. ვერულიძე), ლ. ხორხელი (77. გ. თოფურია), ლ. ლიმა (65. გომესი)

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძეскачать dle 11.3