დამაჯერებელი მოგებით მერვედფინალში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დამაჯერებელი მოგებით მერვედფინალში
  • ,,სამგურალმა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ,,გაგრა" 3:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

    დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, ,,გაგრასთან" დაპირისპირება იოლი არ ყოფილა. საწყის წუთებში გაგრელებს ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ლევან შოვნაძემ შესანიშნავად ითამაშა და ჯერ შონიას ხუთიოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მე-11 წუთზე კი ჯასტინ შონგას და დარტყმის შემდეგ იხსნა სამგურალი გაშვებული გოლისგან.
    საწყისი დაძაბულობის შემდეგ თამაში გათანაბრდა, მე-17 წუთზე ლუკა ხორხელმა მეტოქეს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და სახიფათოდაც დაარტყა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.
    31-ე წუთზე შონგა ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ შოვნაძე ადგილზე დაუხვდა ბურთს.
    35-ე წუთზე კალანდარიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ლადო ჩიხრაძე ურტყამდა თავში, თუმცა უშედეგოდ.
    36 -ე წუთზე კვლავ შონგა აქტიურობდა, მარცხენა მახვილი კუთხიდან გადიოდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ შოვნაძემ კარი დროულად დატოვა და გაგრელთა ზამბიელ ფორვარდს კარში არ დაარტყმევინა.
    პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
    შესვენების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გასახდელიდან სულ სხვა ,,სამგურალი" დაბრუნდა. წყალტუბოელებმა სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს და ,,სტანდარტულებიც" იდეალურად გამოიყენეს.
    52-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. ორიოდე წუთში ნიკა კალანდარიშვილმა ასევე საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში ორამდე გაზარდა. მასვე 59-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. 70-ე წუთზე დემურ ჩიხლაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ სამიზნეს ცოტა დააკლდა.
    76-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოირჩა ნიკა კალანდარიშვილი, რომელმაც უზუსტესი გადაცემა გაუკეთა ტაიკი კაგაიამას, იაპონელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
    ,,გაგრასთან" სათასო დაპირისპირებაში დებიუტი სამ ფეხბურთელს ჰქონდა. ბრაზილიელი ლეანდრო ლიმა 79-ე წუთზე ნიკა ხორხელის ნაცვლად გავიდა მოედანზე. დებიუტი ჰქონდა ბექა დარცმელიასაც, რომელმაც ასევე 79-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
    ,,სამგურალის" რიგებში პირველად ითამაშა 19 წლის გიორგი თოფურიამაც. აქამდე ის რამდენჯერმე მოხდა გუნდის განაცხადში და ამხანაგურ შეხვედრებშიც სისტემატურად თამაშობდა, თუმცა მისი ოფიციალური დებიუტი გუშინ შედგა.

    სამგურალი 3:0 გაგრა
    საქართველოს თასი; 1/16 ფინალი
    გოლები: 1:0 ნ. ლომინაძე (52), 2:0 ნ. კალანდარიშვილი (55), 3:0 კაგაიამა (76)
    სამგურალი: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი (84.ქარიმოვი), არტური, ლომინაძე (79. დარცმელია), ლ.ხორხელი (79. თოფურია), ნ. ხორხელი (79.ლიმა), ჩიხრაძე (67.ჩიხრაძე), კაგაიამა
    სათადარიგოები: ყალიჩავა, მარკოვინა, გომეზი, ვერულიძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    скачать dle 11.3