ხუთი ახალწვეული და უცვლელი მიზნები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ხუთი ახალწვეული და უცვლელი მიზნები
  • მიხეილ აშვეთია: მინდა გულშემატკივარი დავარწმუნო, საკმაოდ ამბიციური გუნდი გვეყოლება!

    ხვალ წყალტუბოს ,,სამგურალი" საქართველოს თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ,,გაგრას" დაუპირისპირდება. წყალტუბოელები საფეხბურთო სეზონის განახლებას სიახლეებით ხვდებიან. გუნდმა საზაფხულო პაუზისას ხუთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
    ესენი არიან: 22 წლის ხორვატი ცენტრალური მცველი ბარტულ მარკოვინა, 21 წლის ბრაზილიელი შემტევი ლეანდრო ლიმა, 26 წლის უკრაინელი ფორვარდი დენის ბალანიუკი, 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე და 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ბექა დარცმელია.
    წყალტუბოს ,,სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ ახალწვეულებს კლუბის მაისურები გადასცდა და მათ წარმატებები უსურვა.

    მიხეილ აშვეთიამ მოსამზადებელ ეტაპსა და გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა
    .

    მიხეილ აშვეთია: ,,გუნდმა ორი შეკრება გაიარა. თავდაპირველად, საწვრთნელი პროცესი ზესტაფონში მიმდინარეობდა. მეორე შეკრება თბილისში გავიარეთ. ვითამაშეთ ამხანაგური თამაშები. დასკვნითი ეტაპი კი ისევ ზესტაფონში გვქონდა. მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები და რამდენიმე ლეგიონერი ცოტა გვიან შემოგვიერთდნენ. გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, ბოლომდე შევსებულია და ემზადება თასის თამაშისთვის.

    ხალწვეულების შესახებ...

    მიხეილ აშვეთია: ,,რაც შეეხება ახალწვეულებს, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო შევსება მივიღეთ. აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ. დავიმატეთ ხორვატი ბარტულ მარკოვინა, ბრაზილიელი ლეანდრო ლიმა, მოსკოვის ,,დინამოდან" გადმოვიყვანეთ გიორგი სულაქველიძე. დავიმატეთ ბექა დარცმელია, რომელსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. თავდასხმის ხაზი გამოცდილი უკრაინელი ფორვარდით დენის ბალანიუკით გავაძლიერეთ. ყველა მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებთ, იმედი გვაქვს, რომ გაგვაძლიერებენ და დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. უკვე 9 ლეგიონერი გვყავს, შეგვიძლია კიდევ ერთი ლეგიონერის დამატება, სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ კლუბი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ახალი ფეხბურთელების მოძიებაზე, რომ მომავალი სეზონიდან კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

    პირველი ეტაპის შემდეგ გუნდიდან სერგო კუხიანიძე, შალვა ბურჯანაძე, ჯეფერსონ ჯერალდო, მიხეილ ბაშელეიშვილი, ნიკიტა სიმდიანკინი წავიდნენ. სულ ახლახანს კი გუნდი საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ნიქაბაძემ დატოვა და უზბეკურ ,,ნეფტჩში" გადავიდა. გულშემატკივრები ამ ფაქტს ნეგატიურად შეხვდნენ, მიხეილ აშვეთიასთან ამ საკითხზეც ვისაუბრეთ...

    ,, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველთვის საჭიროებს განახლებას, ამას ,,სამგურალიც" ვერ აუვლის გვერდს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს. იყო საკითხები, რაზეც კლუბსა და ფეხბურთელებს განხსვავებული პოზიციები ჰქონდათ. ამიტომ, მათ ხელი არ შევუშალეთ კარიერის სხვაგან გაგრძელებაში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კარიერაში...
    რაც შეეხება გიორგი ნიქაბაძეს, აქ განსხვავებული ვითარება გვქონდა. უზბეკური კლუბისგან მივიღეთ შემოთავაზება. ფეხბურთელმაც გვთხოვა, რომ ხელი არ შეგვეშალა ტრანსფერში, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ, თანაც უზბეკებმა გარკვეული სატრანსფერო თანხაც გადაიხადეს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რა საკვირველია, გიორგი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ იმედი გვაქს, რომ უკრაინელი თავდამსხმელი და ჩვენი ახალგაზრდა ფორვერდები მას ღირსეულად ჩაანაცვლებენ. ბოლოს, მინდა გულშემატკივარი დავარწმუნო, საკმაოდ ამბიციური გუნდი გვეყოლება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. დანარჩენი უკვე სეზონის ბოლოს გამოჩნდება. ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მიზანი რომელიც გუნდს აქვს, წარმატებით განხორციელდება - აღნიშნა ,,სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა.скачать dle 11.3