სამი ქულით სამტრედიიდან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამი ქულით სამტრედიიდან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში სტუმრად ,,სამტრედია" 2:0 დაამარცხა და მეორე წრის შემდეგ 36 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.

    ,,სამტრედიასთან" შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი რეალური საგოლე მომენტი წყალტუბოელებმა შექმნეს, ტაიკი კაგაიამას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით მაისაშვილი თავით გზავნიდა კარში ბურთს, მაგრამ მეკარე რეზო ლომიძემ შეძლო მოგერიება.

    42-ე წუთზე ,,სამგურალის" კარში პენალტი დაინიშნა, ვარლამ კილასონიას დარტყმა მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, დამატებაზე კი დათო კირკიტაძემ ვერ შეძლო გატანა.

    მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დიდებულად ითამაშა ნოდარ ლომინაძემ, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა საყრდენმა დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით გახსნა ანგარიში.

    სამტრედიელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ. განსაკუთრებით მატჩის ბოლოსკენ გაამწვავეს შეტევები და 90-ე წუთზე რეალური მომენტიც შექმნეს, ინჯგიამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მაგრამ კვლავ საიმედოდ გაისარჯა ნოდარ ყალიჩავა, ,,სამგურალის" მეკარე თითებით შეწვდა ბურთს და ძელის ,,დახმარებით" ურთულესი ბურთი მოიგერია.

    მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ მცველებს ,,თავბრუ დაახვია" და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარა.

    მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 6 ივნისს სტუმრად ქობულეთის ,,შუქურას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისში ჩატარდება.

    სამტრედია-სამგურალი 0:2
    01.06. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
    0:1 ლომინაძე (48. გომესის პასით), 0:2 ჩიხრაძე (90+4. კალანდარიშვილის პასით)
    გამოუყენებელი პენალტი: კილასონია (43)
    სამტრედია (4-2-3-1): ლომიძე - გვიშიანი (60. იოსელიანი), კილასონია, ბოჭორიშვილი, უბილავა - ოლატუნჯი (81. ექვთიმიშვილი), ხმალაძე - დ. კირკიტაძე (60. ინჯგია), პაპუნაშვილი (60. რობაქიძე), ნაჭყებია - ჩარგეიშვილი (67. ჩამბა)
    სათადარიგოები: ბურიჩენკოვი - კამლაძე, ჩიტაიშვილი
    მწვრთნელი: დიმიტარ კაპინკოვსკი
    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - კიკაბიძე (46. ა. ვერულიძე), პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ბული - მ. ბაშელეიშვილი (46. ჯეფინიო), არტური - კაგაიამა (86. ქარიმოვი), ლომინაძე, გომესი (65. კალანდარიშვილი) - ნიქაბაძე (65. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე - ჩიხლაძე, ლ. ხორხელი, სიმდიანკინი
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაფრთხილება: ბოჭორიშვილი (90+5)
    არბიტრი: ი. ხერხაძე


    скачать dle 11.3