ბრძოლა ბოლომდე და ქულა გორის ,,დილასთან" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
19 აპრილი, 19:00
სამგურალი
თელავი
წინა მატჩი
14 აპრილი, 21:00
დინამო ბთ2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბრძოლა ბოლომდე და ქულა გორის ,,დილასთან"
  • ,,სამგურალს" ,,დილასთან" მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი დავით მაისაშვილი აკლდა. მისი ადგილი დაცვის ცენტრში მეხრუბონ ქარიმოვმა დაიკავა. ,,საბურთალოსთან" მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც იყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ როტაციას მიმართა და შემადგენლობა გადაახალისა. ძირითადში დაწიყეს თამაში ფერნანდო ბულიმ, დემურ ჩიხლაძემ და ტაიკი კაგაიამამ... გამოკვეთილ ფორვარდად კი ჯეფერსონ ჯერალდომ ითამაშა.

    პირველ ტაიმში ,,სამგურალს" უფრო მწვავე მომენტები ჰქონდა. ტაიკი კაგაიამას ორჯერ შეეძლო გოლის გატანა , პირველ შემთხვევაში მას კუჩარენკომ აჯობა, ტაიმის კომპენსირებულ დროში კი მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს ალეფ სანტოსი კარის ხაზთან გადაეღობა და ,,დილა" აშკარა გოლისგან იხსნა. იქამდე ნიკა კალანდარიშვილსაც ჰქონდა კარგი მომენტი, კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი კუჩარენკომ მოიგერია.
    სტუმრებმა პირველ ტაიმში ყველაზე რეალური ეპიზოდი მე-17 წუთზე შექმნეს, როცა ონორე გომესმა მცირე მანძილით ააცილა კარს.

    51-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ძლიერი დარტყმით სცადა გორელების დამწუხრება, მაგრამ კუჩარენკო კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ორიოდე წუთში გორელები ტიერი გეილის გოლით დაწინაურდნენ, 70-ე წუთზე კი ონორე გომისმა სტუმრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

    წყალტუბოელები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს - შეცვლაზე შესული ნიკა ხორხელისა და გიორგი ნიქაბაძის კომბინაცია წყალტუბოელთა საუკეთესო ბომბარდირმა დააგვირგვინა (9 გოლი მიმდინარე ჩემპიონატში), მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ლადო ჩიხრაძის წაქცევისთვის (რომელიც ასევე ცვლილებაზე გამოვიდა) "დილას" კარში 11-მეტრიანი დაინიშნა... პენალტი ნოდარ ლომინაძემ გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა 2:2

    მომდევნო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 1 ივნისს სტუმრად ,,სამტრედიასთან" გამართავს.



    სამგურალი-დილა 2:2
    28.05. წყალტუბო. 26 მაისი
    0:1 გეილი (53. ნ. გაგნიძის პასით), 0:2 გომისი (70. კოვტალიუკის პასით), 1:2 ნიქაბაძე (79. ნ. ხორხელის პასით), 2:2 ნ. ხორხელი (90+5-პენ)
    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ა. ვერულიძე, პატარკაციშვილი, ქარიმოვი (83. ჩიხრაძე), ბული - ლომინაძე, არტური - კაგაიამა (46. ნ. ხორხელი), ჩიხლაძე (56. ნიქაბაძე), კალანდარიშვილი (56. გომესი) - ჯეფინიო (66. ლ. ხორხელი)
    სათადარიგოები: შოვნაძე - სიმდიანკინი, მ. ბაშელეიშვილი, კიკაბიძე
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    დილა (4-2-1-3): კუჩერენკო - ჩიტეიშვილი, ეტუ, ძოწენიძე, ვანდერსო სილვა - ნ. გაგნიძე, ალეფ სანტოსი - მახარობლიძე (71. გაფრინდაშვილი) - გომისი, გეილი (79. ფარულავა), კოვტალიუკი (90. ცეცხლაძე)
    სათადარიგოები: ჩიკაშუა - ასამოა, ჟან ვიქტორი, გაგოშიძე
    მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
    გაფრთხილება: კოვტალიუკი (51), ქარიმოვი (51), ფარულავა (84), ალეფ სანტოსი (90+2), გომისი (90+3), ნ. ხორხელი (90+3)
    არბიტრი: გ. ყრუაშვილი
    скачать dle 11.3