მომენტები ბოლო წუთებზე და ფრე ბათუმის დინამოსთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მომენტები ბოლო წუთებზე და ფრე ბათუმის დინამოსთან
  • წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ,,სამგურალი" და ბათუმის ,,დინამო" დაუპირისპირდნენ. გუნდები 31-31 ქულით ლიდერობდნენ ეროვნულ ლიგას და აღნიშნულ შეხვედრას პირველადგილოსნის ბედი უნდა გაერკვია. ბუნებრივია, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და წყალტუბოს სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო.

    ,,სამგურალმა" ,,დინამოსთან" მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი ომარ პატარკაციშვილი და მარცხენა მცველი ფერნანდო ბული მოისაკლისა. პატარკაციშვილის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში ტაჯიკეთის ნაკრების ახალგაზრდა მცველი მეხრუბონ ქარიმოვი მოხვდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტაჯიკ ლეგიონერს საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და დავით მაისაშვილთან ერთად დაცვის ცენტრში საიმედოდ გაისარჯა.

    გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა ,,სამგურალმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყო, ნოდარ ლომინაძის სახიფათო დარტყმა მეკარე ანტონ ჩიჩკანმა მოიგერია, თუმცა ,,სამგურალის" შეტევა გაგრძელდა და 11-ე წუთზე ჯეფინიოს გადაცემის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა 1:0. ეს ნიქაბაძისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მერვე გატანილი გოლი იყო.
    გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად ურტყამდა გრიგოლ ჩაბრაძე. 27-ე წუთზე ,,სამგურალის" კართან არეულობა შეიქმნა, შეტევაში ჩართული მამუკა კობახიძე შარბელ გომესთან ორთაბრძოლისას წაიქცა, ვიდეორეფერის კარნახით ალეკო აფციაურმა ,,სამგურალის" კარში პენალტი დანიშნა. ნოდარ ყალიჩავამ მამუჩაშვილს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ ,,დინამოს" ნახევარმცველმა ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა 1:1

    პირველი ტაიმის მსგავსად, მატჩის მეორე ნახევარიც დაძაბული და საინტერესო იყო. გუნდებმა რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს, 57-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლო გომეზს, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბათუმლები გოლისგან ხარიხამ იხსნა.

    სტუმრებმა ჯოვინოს, ღუდუშაურისა და ლიტვინენკოს სახიფათო დარტყმებით უპასუხეს... ჯოვინოს ყალიჩავამ აჯობა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი ბურთი კარს ასცდა. წყალტუბოელებმაც რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე არ მივიდა...
    მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს და მოედანზე შესულ ფეხბურთელებს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლოთ. მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე, ნოდარ ლომინაძის მოგირი შესანიშნავი თამაშისა და დრიბლინგის შემდეგ, ტაიკი კაგაიამამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლადო ჩიხრაძე ვარდნაში თავით ურტყამდა კარში, თუმცა ჩიჩკანმა ურთულესი ბურთი მოიგერია და ,,დინამო" აშკარა გოლისგან იხსნა.

    თავის მხრივ, ბათუმლებსაც ჰქონდათ ბოლოს გოლის გატანის შანსი, მაგრამ თორნიკე კაპანაძის დარტყმა მეკარე ყალიჩავამ მოიგერია და შეხვედრა ფრედ დასრულდა 1:1

    სატურნირო ცხრილში სტატუს-ქვო შენარჩუნდა. ბათუმის ,,დინამოს" და ,,სამგურალს" 32-32 ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონატის ლიდერები არიან.
    მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 24 მაისს სტუმრად ,,საბურთალოს" წინააღმდეგ გამართავს.


    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XV ტური

    სამგურალი-დინამო (ბთ) 1:1
    20.05. წყალტუბო. 26 მაისი
    1:0 ნიქაბაძე (11. ჯეფინიოს პასით), 1:1 მამუჩაშვილი (32-პენ)
    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ა. ვერულიძე, ქარიმოვი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი - ლომინაძე, არტური (90+1. მ. ბაშელეიშვილი) - ნ. ხორხელი (68. კაგაიამა), ჯეფინიო (68. ლ. ხორხელი), გომესი (90+1. ჩიხლაძე) - ნიქაბაძე (84. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე - სიმდიანკინი, კიკაბიძე
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    დინამო (4-3-3): ჩიჩკანი - ჩაბრაძე (66. ღუდუშაური), კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე - ალთუნაშვილი (74. ლიტვინენკო), ვიდაკოვიჩი (89. თ. კაპანაძე), ზარია (66. მოსიაშვილი) - მამუჩაშვილი, ფლამარიონი, კონატე (89. იაკობსენი)
    სათადარიგოები: ხარატიშვილი - ბაგრატიონი, რეხვიაშვილი, ბიძინაშვილი
    მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
    გაფრთხილება: ზარია (15), ა. ვერულიძე (36), კონატე (36), ალთუნაშვილი (38), ბალიჩი (81)
    არბიტრი: ა. აფციაური
    скачать dle 11.3