ნიქაბაძის ჰეთ-თრიკი და მოგებული დერბი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ნიქაბაძის ჰეთ-თრიკი და მოგებული დერბი
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" წარმატებულ სვლას განაგრძობს. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მე-14 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ,,ტორპედო" დაამარცხა 3:1 და ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო.

    ,,ტორპედოსთან" მატჩი ძალიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა. სამტრედიაში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა და გრუნტი დამძიბებული იყო, თუმცა ,,სამგურალმა" სიტუაციას უფრო აუღო ალღო და სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე-3 წუთზე დავით მაისაშვილმა საკუთარი საჯარიმოდან გაკეთებული შორეული გადაცემით, კარგად მოძებნა ნიკა ხორხელი, რომელმაც თავის მხრივ შესანიშნავად ითამაშა და ზუსტი პასით გიორგი ნიქაბაძეს გაატანინა - 0:1
    44-ე წუთზე ნიკა ხორხელმა მოედნის ცენტრში აართვა მასპინძლებს ბურთი, საჯარიმომდე ირბინა და გიორგი ნიაქბაძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, ,,სამგურალის" ცხრიანმა კი ულამაზესი ,,მოჭრილი" დარტყმით ,,ტორპედოს" კარში მეორე გოლი გაიტანა - 0:2
    მეორე ტაიმის 53-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ამჯერად მას საგოლე გადაცემა ნიკა კალანდარიშვილმა გაუკეთა, საგოლე შეტევა კი ალექსანდრე ვერულიძის პასით დაიწყო...

    ქუთაისელებმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს, გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა- 1:3
    აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში დებიური ჰქონდა ტაჯიკეთის ნაკრების ახალგაზრდა მცველს მეხრუბონ ქარიმოვს, რომელიც მე-80 წუთზე ნიკა ხორხელის ნაცვლად გამოვიდა მოედანზე.

    ,,ტორპედოსთან" მოგებით ,,სამგურალმა" 31 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს კვლავ ბათუმის ,,დინამოსთან" ერთად ლიდერობს.
    მომდევნო ტურში ჩვენი გუნდი სწორედ ბათუმის ,,დინამოს" დაუპირისპირდება, მატჩი 20 მაისს წყალტუბოში 16:00 საათზე დაიწყება.

    ტორპედო-სამგურალი 1:3
    14.05. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
    0:1 ნიქაბაძე (3. ნ. ხორხელის პასით), 0:2 ნიქაბაძე (44. ნ. ხორხელის პასით), 0:3 ნიქაბაძე (53. კალანდარიშვილის პასით), 1:3 არაბიძე (87)
    ტორპედო (4-2-3-1): გოშაძე - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, მონტეირო, ქობულაძე - მანჯგალაძე (46. ნეტო), გიგაური - შულაია, ბუღრიძე (59. არაბიძე), შერგელაშვილი (59. ფელაი) - კაჭარავა (75. კაიკე)
    სათადარიგოები: ლაბაძე - ნადარაია, გ. კუხიანიძე, სამურკასოვი, ტყეშელაშვილი
    მწვრთნელი: ლაშა დვალიშვილი
    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ა. ვერულიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი (75. ლ. ხორხელი) - ლომინაძე, არტური - ნ. ხორხელი (80. ქარიმოვი), ჯეფინიო (80. ჩიხლაძე), გომესი (46. ბული) - ნიქაბაძე (75. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე - სიმდიანკინი, მ. ბაშელეიშვილი, კიკაბიძე,
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაფრთხილება: კალანდარიშვილი (17), მანჯგალაძე (22), პატარკაციშვილი (37), გიგაური (55), ბული (83), მჭედლიშვილი (85), ყალიჩავა (90)
    არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
    скачать dle 11.3