სამგურალი წყალტუბოში დაბრუნდა და მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 დეკემბერი, 13:30
იბერია
სამგურალი
წინა მატჩი
1 დეკემბერი, 13:30
სამგურალი2
ტორპედო1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი წყალტუბოში დაბრუნდა და მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო და 28 ქულით ბათუმის ,,დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგის ლიდერია. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგის XIII ტურის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის ,,დინამო" 2:1 დაამარცხა.
    წყალტუბოელებმა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშეს საკუთარ არენაზე და წყალტუბოში დაბრუნება მნიშვნელოვანი გამარჯვებით აღნიშნეს. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, ისეთი, ლიდერთა პაექრობას რომ შეეფერება.
    მასპინძლებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო, მე-8 წუთზე გიორგი ნიქაბაძე გადიოდა მეკარესთან პირისპირ, ლუკა კუტალაძემ საჯარიმოს გარეთ ბურთზე ხელით ითამაშა და არბიტრმა VAR-ის დახმარებით წითელი ბარათი უჩვენეა. ,,დინამო" 10 ფეხბურთელით დარჩა. წყალტუბოელებმა ეს შანსი გამოიყენეს, რამდენიმე ძალზედ სახიფათო მომენტის შემდეგ, 42-ე წუთზე ნიკა ხორხელმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით ბურთი დინამოელთა კარის ცხრიანში გაუშვა და საკუთარი გუნდი დააწინაურა 1:0
    ტაიმის მიწურულს დინამოელებს კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ყალიჩავამ სიგუას დარტყმა მოიგერია.
    მეორე ტაიმის დებიუტში ომარ პატარკაციშვილსა და ჯეფინიოს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობები, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოხერხდა. შემდეგ დინამოც გააქტიურდა, ,,სტანდარტულის" შემდეგ ტაბიძის თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს, 57-ე წუთზე კი სტუმრების სამსვლიანი კომბინაცია იმრანის გოლით დასრულდა -1:1 შემდეგ კამარას დარტყმა მოხვდა ძელს...
    ამასობაში გიორგი ჭელიძემ შეცვლებს მიმართა და როგორც გასულ შეხვედრებშიც, დღესაც ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი - ლუკა ხორხელმა საჯარიმოში თავბრუ დაახვია მცველებს და უკეთეს პოზიციაში მყოფ ლადო ჩიხრაძეს უპასა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1 ახალგაზრდა ფორვარდისთვის ეს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეხუთე გატანილი გოლი იყო, რითაც ამ ეტაპისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
    რამდენიმე წუთში ნიკიტა სიმდიანკინს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, კალანდარიშვილის გადაცემის შემდეგ კარში ახლოდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი სასწაულებრივად ააცილა. ბოლოს ყალიჩავამ მარუშიჩს აუღო საკმაოდ უხერხული დარტყმა და მალე შეხვედრაც დასრულდა. ,,სამგურალმა" მეოთხე ტურში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.
    მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 14 მაისს სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

    სამგურალი-დინამო (თბ) 2:1
    10.05. წყალტუბო. 26 მაისი
    1:0 ნ. ხორხელი (42. ნიქაბაძის პასით), 1:1 იმრანი (57. მაისურაძის პასით), 2:1 ჩიხრაძე (78. ლ. ხორხელის პასით)
    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ა. ვერულიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი - ჩიხლაძე (60. ლ. ხორხელი), არტური - ნ. ხორხელი (83. სიმდიანკინი), ჯეფინიო (60. მ. ბაშელეიშვილი), გომესი (71. ბული) - ნიქაბაძე (71. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე - კიკაბიძე, ქარიმოვი
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    დინამო (4-2-1-3): კუტალაძე - მალი (46. მაისურაძე), ხვადაგიანი (79. თ. კირკიტაძე), ტაბიძე, კობოური - სიგუა (71. ხარაიშვილი), ოსეი - იმრანი (71. სხირტლაძე) - ვაგნერი (13. კერესელიძე), კამარა, მარუშიჩი
    სათადარიგოები: მოისწრაფიშვილი, ნზაბა, ლაკვეხელიანი, ოდიშარია
    მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
    გაფრთხილება: იმრანი (43), ჯეფინიო (49), გომესი (60), მ. ბაშელეიშვილი (69), არტური (84), ა. ვერულიძე (90+5)
    გაძევება: კუტალაძე (11)
    არბიტრი: გ. ყრუაშვილი
    скачать dle 11.3