თელავში მოგებით ჩემპიონატის ლიდერს გავუთანაბრდით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
თელავში მოგებით ჩემპიონატის ლიდერს გავუთანაბრდით
  • თელავში მოგებით ჩემპიონატის ლიდერს გავუთანაბრდით
    წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო. ამჯერად გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ,,თელავი" დაამარცხა - 1:0 და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა. ამ გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალი" 25-25 ქულით ბათუმის ,,დინამოსთან" ერთად ჩემპიონატს ლიდერობს.

    თელავში თამაში იოლი, რომ არ არის კახურ კლუბს არაერთ ფავორიტთან დაუმტკიცებია, აღნიშნული შეხვედრაც ძალიან დაძაბული გამოდგა.

    მატჩის დებიუტი წყალტუბოელები შეტევებით წარიმართა, მე-6 წუთზე გიორგი ნიქაბაძე და ნიკა ხორხელი გადიოდნენ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ლევან თანდილაშვილმა დროულად დატოვა კარი და მდგომარეობა განმუხტა.

    18-ე წუთზე ნიქაბაძის თავური დარტყმა მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე შარბელ გომეზი ცდილობდა გატანას, მაგრამ მცველებმა იყოჩაღეს და ბენინელს კარში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცეს.

    37-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდო ურტყამდა საჯარიმოს გარედან, თუმცა მეკარე ადგილზე დახვდა ბურთს.

    43-ე წუთზე თელაველებს ჰქონდათ სახიფათო შეტევა, რომელიც ნიკოლაი ყიფიანის დარტყმით დასრულდა, თუმცა მეკარე ნოდარ ყალიჩავას არ გასჭირვებია ბურთის აღება.

    პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

    მატჩის მეორე ნახევარში თელაველები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, განსაკუთრებით იმედა აშორტიას მომენტია გამოსარჩევი, როცა მან მცირე მანძილით ააცილა...

    მატჩის ბედი სამგურალის მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭელიძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გადაწყვიტა...
    კარგად ჩაერთო თამაშში მიხეილ ბაშელეიშვილი, მას ზედიზედ ორი კარგი მომენტი ჰქონდა, 77-ე წუთზე აკო ვერულიძის აქტიურობისა და გადაცემის შემდეგ ბაშელეიშვილი სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

    85-ე წუთზე მას კალანდარიშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, კარშიც კარგად დაარტყა, მაგრამ თანდილაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და რომ იტყვიან ბაშელეიშვილს ,,გოლი წაართვა".

    86-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს, დემურ ჩიხლაძემ კუთხურიდან იდეალურად ჩააწოდა ბურთი, ლადო ჩიხრაძემ ,,მეორე სართულზე" ყველას აჯობა და ზუსტი თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

    შეხვედრის მიწურულს "თელავმა" ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა - გუნდის ახალწვეულ რიჩარდ კულე მბომბოს თავური მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, დამატებაზე კი თელაველებმა ზუსტად ვერ დაარტყეს.

    მომდევნო შეხვედრას სამგურალი 10 მაისს წყალტუბოში თბილისის ,,დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.  


    თელავი-სამგურალი 0:1

    06.05. თელავი. კავკასიონი არენა
    0:1 ჩიხრაძე (86. ჩიხლაძის პასით)

    თელავი (4-1-4-1): თანდილაშვილი - რომი (67. ვიტინიო), გიგაშვილი, ვ. ფაცაცია, ჯიქია - ცნობილაძე - აშორტია (85. ო. გაგნიძე), ქოჩლაძე (33. ფირანაშვილი), ალფონსი, ყიფიანი - ილურიძე (67. მბომბო)
    სათადარიგოები: ბ. ქურდაძე - დუნდუა, ლ. კოხრეიძე, ომარაშვილი, კრისტიანი
    მწვრთნელი: ვარდან მინასიანი

    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ა. ვერულიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი - არტური (62. მ. ბაშელეიშვილი), ლომინაძე - ნ. ხორხელი (62. ბული), ჯეფინიო (72. ლ. ხორხელი), გომესი (81. ჩიხლაძე) - ნიქაბაძე (72. ჩიხრაძე)
    სათადარიგოები: შოვნაძე - კიკაბიძე, ქარიმოვი
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაფრთხილება: პატარკაციშვილი (59)

    არბიტრი: ჯ. ხორავა
    скачать dle 11.3