ზედიზედ მეოთხე მოგებით ლიდერთა სამეულში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ზედიზედ მეოთხე მოგებით ლიდერთა სამეულში
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 19 ქულით ლიდერთა სამეულში შევიდა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე მყოფ თბილისის ,,დინამოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

    ,,გაგრასთან" მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა. წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ მატჩის ბედი მაინც თამაშის ბოლოსკენ გადაწყდა, როცა 78-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს შესრულებული ,,სტანდარტულის" შემდეგ ომარ პატარკაციშვილმა მეტოქის საჯარიმოში თავით გიორგი ნიქაბაძეს დაუგდო ბურთი და მანაც მეორე მცდელობით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

    ... არადა, წყალტუბოელებს ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში შეეძლოთ დაწინაურება, 17-ე წუთზე სტუმართა მეკარე ვორობეიმ დემურ ჩიხლაძის დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე შარბელ გომესი თამაშობდა, ბენინელი ლეგიონერის დარტყმის შემდეგ ბურთი ნოზაძეს მოხვდა ხელზე და გაგრელთა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო ნიქაბაძემ შეასრულა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ბურთი ხარიხას გადააცილა.

    მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ჭელიძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჯეფერსონ ჯერალდო, ნიკა ხორხელი და ალექსანდრე ვერულიძე გამოვიდნენ.
    წყალტუბოელებმა მთელი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და რამდენჯერმე ახლოს იყვნენ მიზანთან, კარგი მომენტები ჰქონდა ჯეფინიოს, ტაიკი კაგაიამას, ჯუდ არტურსა და ნიკა ხორხელს, თუმცა წყალტუბოელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში ან სიზუსტე აკლდებოდათ, ან ვორობეი თამაშობდა უშეცდომოდ.

    მონდომებამ და ბრძოლის ჟინმა შედეგი მაინც გამოიღო, ნიქაბაძემ შეცდომა გამოასწორა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ბოლო წუთებზე სამგურალს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ ჯეფინიომ კარგი პოზიციიდან ააცილა.

    მომდევნო, მე-11 ტურის შეხვედრას ,,სამგურალი" 30 აპრილს ქობულეთის ,,შუქურას" წინააღმდეგ გამართავს.

    ეროვნული ლიგა. X ტური

    სამგურალი-გაგრა 1:0
    26.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
    1:0 ნიქაბაძე (78)
    გამოუყენებელი პენალტი: ნიქაბაძე (19. ააცილა)
    სამგურალი (4-3-2-1): ყალიჩავა - ბურჯანაძე (46. ვერულიძე), პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი - ლ. ხორხელი (46. ჯეფინიო), ჩიხლაძე (80. მ. ბაშელეიშვილი), არტური - გომესი (46. ნ. ხორხელი), კაგაიამა (73. ბული) - ნიქაბაძე
    სათადარიგოები: შოვნაძე - ქარიმოვი, ჩიხრაძე, თოფურია
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაგრა (4-2-3-1): ვორობეი - ხოსიტაშვილი, ლ. ნოზაძე, ჯანგიძე, ნემსაძე - ჟორდანია (57. შეწირული), კაკაშვილი - მუსელიანი (16. ჩაგანავა), შონია (57. გ. ლაცაბიძე), მარკონდელე (80. ლომთაძე) - ოდიშელიძე (57. ბუტრიფი)
    სათადარიგოები: ქავთარაძე - ფრატეა, კაკუბავა, შუბითიძე
    მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
    გაფრთხილება: ლ. ნოზაძე (18), ბურჯანაძე (43), კალანდარიშვილი (45+3), ნიქაბაძე (50), ნ. ხორხელი (56), ბული (80), შეწირული (90+2)
    არბიტრი: ა. აფციაური
    скачать dle 11.3