ქამბექი იაპონური ელემენტებით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ოქტომბერი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
5 ოქტომბერი, 15:30
სამგურალი1
დინამო თბ2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ქამბექი იაპონური ელემენტებით
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა. ,,სამტრედიასთან" მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში წყალტუბოელებმა არაერთი მომენტი შექმნეს, საგოლე შანსები ჰქონდათ გიორგი ნიქაბაძეს, ნოდარ ლომინაძეს და ნიკა ხორხელს, მაგრამ ხან სამტრედიალთა მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხან კი წყალტუბოელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდებოდათ. 61-ე წუთზე ნიკა ხორხელმა ხარიხაც შეაზანზარა. ამასობაში სამტრედიელებმა იშვიათი შეტევა განახორციელეს და მათ მიერ შექმნილი მეორე შანსი გოლად აქციეს, თავი გუნდის ლიდერმა ზვიად ნაჭყებიამ გამოიჩინა - 0:1

    გიორგი ჭელიძის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულმა გოლმა ,,სამგურალი" არ დააბნია, წყალტუბოელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და მეტოქის კართან ფაქტობრივად შტურმი მოაწყვეს. კარგად ჩაერთვნენ თამაშში შეცვლაზე შესული ფეხბურთელები, განსაკუთრებით დემურ ჩიხლაძე და ნიკა კალანდარიშვილი...

    77-ე წუთზე კალანდარიშვილი ძალზედ სახიფათოდ ურტყამდა კარში, მაგრამ ,,სამტრედიის" მეკარემ რთული ბურთი მოიგერია. 81- წუთზე დემურ ჩიხლაძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი პაპუნაშვილმა ხელით მოიგერია, ,,ვარის" მეშვეობით ,,სამტრედიის" კარში პენალტი დაინიშნა და ნოდარ ლომინაძემ, სადებიუტო გოლით ანგარიში გაათანაბრა - 1:1

    ,,სამგურალმა" მეტოქეზე ზეწოლა გოლის შემდეგაც გააგრძელა და ამან შედეგი მალევე გამოიღო, ჩიხლაძის მორიგი ,,სტანდარტულის" შემდეგ ომარ პატარკაციშვილმა და დავით მასისაშვილმა ,,მეორე სართულზე" მოიგეს ორთაბრძოლა, მაისაშვილისგან ბური კაგაიამას მიუვიდა, რომელიც მცველებს გაეპარა და ახლო მანძილიდან, მისთვის სადებიუტო, გუნდისთვის კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 2:1

    ბოლო წუთებზე ,,სამტრედია" ვა-ბანკზე წავიდა და ქულის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ,,სამგურალი" დაცვაში უშეცდომოდ გაისარჯა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. IX ტური

    სამგურალი-სამტრედია 2:1
    22.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე

    0:1 ნაჭყებია (63'), 1:1 ლომინაძე (83' პენალტით), 2:1 კაგაიამა (88' პატარკაციშვილის პასით)

    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ბურჯანაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ბული (კალანდარიშვილი 67') - ლომინაძე, არტური (ლ. ხორხელი 67') - ნ. ხორხელი (გომესი 67'), ჯეფინიო (ჩიხლაძე 46'), კაგაიამა - ნიქაბაძე (90+7' მ. ბაშელეიშვილი)
    სათადარიგოები: შოვნაძე - ვერულიძე, ქარიმოვი, ჩიხრაძე
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

    სამტრედია (4-2-3-1): ბურიჩენკოვი - უბილავა, აბულაძე, კილასონია, ბოჭორიშვილი - ხმალაძე (კამლაძე 82'), ხაიბულაევი (ა. თევზაძე 65') - ჩამბა (რობაქიძე 70'), პაპუნაშვილი (იოსელიანი 82'), ნაჭყებია - ინჯგია (ჩიტაიშვილი 70')
    სათადარიგოები: ლომიძე - ექვთიმიშვილი, დ. კირკიტაძე, ზარიძე
    მწვრთნელი: გოჩა ერაძე

    გაფრთხილება: ხმალაძე (17'), ლომინაძე (40'), ნიქაბაძე (56'), მაისაშვილი (73'), ჩიხლაძე (87'), ნაჭყებია (87'), აბულაძე (90+6')
    არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
    скачать dle 11.3