საფეხბურთო გაკვეთილი გიორგი ჭელიძისგან... სამგურალმა დილა დიდი ანგარიშით დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 ნოემბერი, 14:30
სამგურალი
გაგრა
წინა მატჩი
1 ნოემბერი, 14:30
კოლხეთი1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
საფეხბურთო გაკვეთილი გიორგი ჭელიძისგან... სამგურალმა დილა დიდი ანგარიშით დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" სტუმრად გორის ,,დილა" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

    ,,დილა" ჩვენი გუნდისთვის აქამდე ერთ-ერთი ყველაზე უხერ​ხული მეტოქე იყო. შორს რომ არ წავიდეთ, გასული სეზონი გავიხსენოთ, როცა გორელებმა ოთხი შეხვედრიდან სამში გაიმარჯვეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. თანაც აღნიშნულ ოთხ შეხვედრაში ,,სამგურალმა" გოლის გატანაც ვერ მოახერხა. გასულ წელს,  სწორედ, გორის ,,დილასთან" ბოლო ტურში განცდილმა მარცხმა დაგვაკარგვინა კონფერენს ლიგის გათამაშების საგზურიც.

    ,,სამგურალი" ეროვნული ლიგის მერვე ტურის დაპირისპირებას დანაკლისით შეხვდა. ,,საბურთალოსთან" მატჩში ხელი მოიტეხა გუნდის კაპიტანმა თედო კიკაბიძემ, რომლის ნაცვლადაც ,,დილასთან" დაცვის მარჯვენა ფლანგზე შალვა ბურჯანაძემ ითამაშა, კაპიტნის სამკლავური კი გამოცდილმა დავით მაისაშვილმა გადაიბარა.

    ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ ,,დილას" საწყისი წუთებიდანვე სიურპრიზი მოუწყო. გორელები მეტოქეებთან უპირატესობას ძირითადად  ბურთის კონტროლითა და დაცვიდან შეტევაში მოკლე პასებით ამოსვლით ქმნიდნენ უპირატესობას, მაგრამ წყალტუბოელებმა მეტოქეს საწყისი წუთებიდანვე პრესინგი შესთავაზეს, საკუთარი საჯარიმოდან თავისუფლად ამოსვლას არ აცდიდნენ და შეცდომების დაშვებას აიძულებდნენ. მე-7  წუთზე  წყალტუბოელთა აქტიურ პრესინგს გიორგი ნიქაბაძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ,,დილას" უკრაინელი მეკარე ევგენი კუჩარენკო ბურთს ადგილზე დახვდა და მდგომარეობა განმუხტა.

    ამის შემდეგ ,,სამგურალი" თავად გახდა დომინანტი და ბურთზე კონტროლიც დაამყარა. 16-ე წუთზე გორელებმა ტაიკი კაგაიამას წინააღმდეგ (რომელიც ფერნანდო ბულთან ერთად ძალიან აქტიური იყო) საჯარიმოში წესები დაარღვიეს და ,,დილას" კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება ჯეფერსონ ჯერალდომ ითავა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1

    23-ე წუთზე ნიკა ხორხელი ურტყამდა საჯარიმოს გარედან, მაგრამ კუჩერენკოს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება.

    ამის შემდეგ იყო მონაკვეთი, როცა ანდრეი დემჩენკოს გუნდმა შეტევები გაამწვავა და ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, განსაკუთრებით ნიკა გაგნიძის მომენტი უნდა გავიხსენოთ, როცა ის ახლოდან ურტყამდა კარში, მაგრამ დაცვაში კარგად ითამაშა ომარ პატარკაციშვილმა, რომელმაც მასპინძელთა ნახევარმცველს დარტყმა დაუბლოკა.

    40-ე წუთზე მოედნის ცენტრში ჯუდ არტურის უკან პასს გორელთა სახიფათო შეტევა მოჰყვა, ეპიზოდს მახარობლიძე აგვირგვინებდა, მაგრამ წყალტუბოელთა განელმა ლეგიონერმა შეცდომა გამოასწორა და გორელთა შემტევის დარტყმას გადაეღობა.

    ცოტა ხანში ონორე გომესი ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა ნოდარ ყალიჩავას კარს.

    მატჩის მეორე ნახევარი ,,სამგურალის" აქტიურობით დაიწყო, ნიკა ხორხელმა მარჯვენა ფლანგიდან კარგად წაიღო ბურთი და ჯეფერსონ ჯერალდო ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ჯეფინიო კუჩერენკოს გასცდა და ნიქაბაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ,,სამგურალის" ცხრიანმა ზუსტი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა - 0:2

    76-ე წუთზე ,,სამგურალმა" ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ნოდარ ლომინაძემ საკუთარ მოედანის საკუთარ ნახევარზე აართვა ბურთი მეტოქეს და უმალვე ნიკა ხორხელი  მოძებნა, რომელმაც შეცვლაზე შესული ლადო ჩიხრაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ. ჩიხრაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მიმდინარე სეზონში მისი მეორე გოლი გაიტანა - 0:3

    მატჩის მიწურულს გორელებმა შორეული დარტყმით სცადეს ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბურთი ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია და მატჩიც მალე დასრულდა.

    ,,სამგურალმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 13 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 22 აპრილს ,,სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.

    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VIII ტური

    დილა-სამგურალი 0:3
    13.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
    0:1 ჯეფინიო (19' პენ), 0:2 ნიქაბაძე (49' ჯეფინიოს პასით), 0:3 ჩიხრაძე (76' ნ. ხორხელის პასით)
    დილა (4-3-3): კუჩერენკო - ჩიტეიშვილი, ეტუ, ძოწენიძე, ვანდერსონ სილვა - ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი, ნ. გაგნიძე - გომისი (გაფრინდაშვილი 67'), გეილი, მახარობლიძე (კოვტალიუკი 67')
    სათადარიგოები: ჩიკაშუა - ასამოა, ცეცხლაძე, გაგოშიძე
    მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
    სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ბურჯანაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ბული - ლომინაძე, არტური - ნ. ხორხელი (ჩიხლაძე 83'), ჯეფინიო (ლ. ხორხელი 72'), კაგაიმა (კალანდარიშვილი 62') - ნიქაბაძე (ჩიხრაძე 72')
    სათადარიგოები: შოვნაძე - გომესი, ვერულიძე, მ. ბაშელეიშვილი, ქარიმოვი
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაფრთხილება: გეილი (45+3'), ბურჯანაძე (45+3'), მახარობლიძე (45+4'), ბული (90+4)
    არბიტრი: გ. ყრუაშვილი
    скачать dle 11.3