მნიშვნელოვანი 3 ქულა საბურთალოსთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 დეკემბერი, 13:30
იბერია
სამგურალი
წინა მატჩი
1 დეკემბერი, 13:30
სამგურალი2
ტორპედო1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მნიშვნელოვანი 3 ქულა საბურთალოსთან
  • ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე ,,საბურთალო" 2:1 დაამარცხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.
    წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა მეკარე ნოდარ ყალიჩავა, რომელსაც ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა. დავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ახალგაზრდა გოლკიპერმა თავი კარგად წარმოაჩინა და 34-ე წუთზე სილას ურთულესი ბურთი აუღო.
    სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ლუკა ხორხელი, რომელიც მეორე ტაიმში ნოდარ ლომინაძემ შეცვალა.
    შეხვედრა საინტერესო და და დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი არ იყო, თუმცა ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. 32-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა უძლიერესი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა. საპასუხო შეტევაში გიორგი ნიქაბაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ რთული ბურთი აუღო, დამატებაზე ტაიკი კაგაიამა თამაშობდა, მაგრამ იაპონელის ვარდნაში დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ორიოდე წუთში სილას ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, მცველებს კარგად აუარა გვერდი და კარშიც დაარტყა, მაგრამ ნოდარ ყალიჩავამ ,,სამგურალი" გაშვებული გოლისგან იხსნა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
    მატჩის მეორე ნახევარი ,,სამგურალმა" გაცილებით აქტიურად დაიწყო. შორიდან კარისკენ სახიფათოდ ურტყამდა შეცვლაზე შესული ნოდარ ლომინაძე, თუმცა ბურთი სამიზნეს ასცდა.
    53-ე წუთზე სტუმართა კარისკენ სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, ჯეფინიოს მიერ ჩაწოდებულ ,,სტანდარტულს" დავით მაისაშვილი ეფექტური თავური დარტყმით გამოეხმაურა და ,,სამგურალი" დააწინაურა - 1:0
    68-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ შორეული გადაცემით ნიკა ხორხელი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა.
    75-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ ყალიჩავას კარის მიმართულებით შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და მოედანი ისე დატოვა.
    71-ე წუთზე ნიკა ხორხელის ნაცვლად მოედანზე ნიკა კალანდარაშვილი შევიდა, რომელმაც ,,სამგურალის" შეტევები კიდევ უფრო გაამწვავა. 77-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ 4 მცველის გარემოცვაში კარში დაარტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა 2:0
    85-ე წუთზე სიხარულიძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ყალიჩავა ადგილზე დახვდა ბურთს.
    მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კალანდარიშვილის წაქცევისთვისა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის არბიტრმა ჩადუნელი გააძევა. ჯარიმა თავად ,,დაზარალებულმა" შეასრულა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ კუპატაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია. ცოტა ხანში კალანდარაშვილს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ისევ არ გაუმართლა, ამჯერად ბურთი ძელს მოხვდა.
    მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე ლუკა სილაგაძემ ლამაზი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა- 2:1. ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა, ,,საბურთალო" ვა-ბანკზე წავიდა, მთელი ძალებით შეეცადა ანგარიშის გათანაბრებას, სახიფათო მომენტიც შექმნა, როცა სილა გაყავდათ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ,,საბურთალოს" შემტევს ბულიმ ფეხიდან ააცალა ბურთი და მდგომარეობა განმუხტა. მალე არბიტრის სასტვენის ხმაც გაისმა და ,,სამგურალმა" მიმდინარე შეხვედრაში მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა.

    სამგურალი-საბურთალო 2:1
    09.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
    1:0 მაისაშვილი (53' ჯეფინიოს პასით), 2:0 ნიქაბაძე (77' კალანდარიშვილის პასით), 2:1 სილაგაძე (90+5')
    სამგურალი (4-1-4-1): ყალიჩავა - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 87'), ბული - არტური - ნ. ხორხელი (კალანდარიშვილი 71'), ლ. ხორხელი (ლომინაძე 46'), ჯეფინიო (ჩიხლაძე 79'), კაგაიმა - ნიქაბაძე (ს. კუხიანიძე 87')
    სათადარიგოები: შოვნაძე - გომესი, მ. ბაშელეიშვილი, ჩიხრაძე
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    საბურთალო (4-3-2-1): კუპატაძე - ც. კაპანაძე (სიხარულიძე 73'), ჩადუნელი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა (კომახიძე 69') - ლ. ნონიკაშვილი (გ. კოხრეიძე 46'), ქარდავა, ო. მამაგეიშვილი - ტაბატაძე (სილაგაძე 46'), გ. მამაგეიშვილი (ციცქიშვილი 84') - სილა
    სათადარიგოები: მეგრელიშვილი - ასკურავა, პარუნაშვილი, მამასახლისი
    მწვრთნელი: გუგა ნერგაძე (ომარ თეთრაძე დისკვალიფიცირებული იყო)
    გაფრთხილება: ნ. ხორხელი (20'), ჯეფინიო (24'), ტაბატაძე (34'), არტური (37'), ჯინჯოლავა (57')
    გაძევება: ჩადუნელი (90+1')
    არბიტრი: ბ. ნინუა
    скачать dle 11.3