განსხვავებული ტაიმები და მარცხი ბათუმის დინამოსთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
განსხვავებული ტაიმები და მარცხი ბათუმის დინამოსთან
  • ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალი" სტუმრად ბათუმის ,,დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

    ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან დაპირისპირებას ,,სამგურალი" სერიოზული დანაკლისით შეხვდა. გიორგი ჭელიძის გუნდს ავადმყოფობისა და ტრავმის გამო სერგო კუხიანიძე და ნოდარ ლომინაძე გამოაკლდა. ორივე მათგანი ,,სამგურალისთვის" მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. კუხიანიძე კარგ ფორმაში იყო და ბათუმის ,,დინამოსთან" მატჩამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პოკერი შეასრულა, ნოდარ ლომინაძე კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელია და ლატვიის წინააღმდეგაც 90 წუთი ითამაშა.

    წამყვანი ფეხბურთელების გამოკლების გამო, ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადში დუბლშემადგენლობიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი თოფურია დაიმატა.

    მატჩი ხეირიანად ,,გახურებულიც" არ იყო, რომ მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაიტანეს, პაატა ღუდუშაურმა ,,დინამო" შორეული, ულამაზესი დარტყმით დააწინაურა 1:0

    წყალტუბოელებმა 15-ე წუთზე ტაიკი კაგაიამას სახიფათო დარტყმით უპასუხეს, მაგრამ ბურთი მეკარე ანტონ ჩიჩკანმა მოიგერია.

    24-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა შორიდან ძლიერი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა, თუმცა გოლამდე ბათუმლები შეტევაში არღვევდნენ წესებს, აღნიშნული ეპიზოდი ვიდეო რეფერიმაც გადაამოწმა, მაგრამ გოლი ჩაითვალა და ბათუმლები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ 2:0



    მატჩის მეორე ნახევარში ,,სამგურალი" უპირატესობას დაეუფლა და მეტოქე ფაქტობრივად საკუთარ კარს მიაჯაჭვა, აქტიურად ჩაერთო თამაშში ნიკა ხორხელი, რომელმაც არაერთხელ გაამწვავა ვითარება, სახიფათოდ ურტყამდა თავით ტაიკი კაგაიამა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა. დასამახსოვრებელი იყო ჯეფერსონ ჯერალდოს სახიფათო საჯარიმო დარტყმაც, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს. ასევე დავით მაისაშვილის მიერ სტანდარტულის შემდეგ, ახლო მანძილიდან განხორციელებული დარტყმა, რომელიც ჩიჩკანმა მოიგერია. ასევე უნდა ვახსენოთ ლუკა ხორხელის მომენტი, როცა ის საჯარიმოში ბიძინაშვილთან ორთაბრძოლისას წაიქცა, თუმცა არბიტრმა ამ ეპიზოდში წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

    თავის მხრივ, მატჩის მიწურულს ერთი კარგი მომენტი მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა ჯოვინო ფლამარიონის დარტყმა ძელს მოხვდა.

    ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმის ,,დინამოსთან" შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ბენინელ ლეგიონერს შარბელ გომეზს, რომელიც 77 წუთზე ტაიკი კაგაიამას ნაცვლად შევიდა მოედანზე.

    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VI ტური

    დინამო (ბთ)-სამგურალი 2:0

    02.04. ბათუმი. აჭარაბეთ არენა

    1:0 ღუდუშაური (7' ალთუნაშვილის პასით), 2:0 ალთუნაშვილი (24' კვერნაძის პასით)

    დინამო (4-1-2-3): ჩიჩკანი - მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, ბაგრატიონი - ტეიდი - ალთუნაშვილი (ლიტვინენკო 84'), ზარია (ბიძინაშვილი 62') - ღუდუშაური (ჩაბრაძე 77'), კვერნაძე (46. ფლამარიონი), კონატე (თ. კაპანაძე 62')

    სათადარიგოები: ხარატიშვილი - ქაფიანიძე, ვიდაკოვიჩი, რეხვიაშვილი

    მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ბული - მ. ბაშელეიშვილი (ლ. ხორხელი 60'), არტური - კაგაიამა (გომესი 77'), ჯეფინიო (ჩიხლაძე 77'), კალანდარიშვილი (ნ. ხორხელი 46') - ჩიხრაძე (ნიქაბაძე 46')

    სათადარიგოები: ყალიჩავა - ვერულიძე, ბურჯანაძე, თოფურია

    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

    გაფრთხილება: ბული (30'), მ. ბაშელეიშვილი (58'), ნ. ხორხელი (73'), თ. კაპანაძე (76'), ლ. ხორხელი (90+4)

    არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
    скачать dle 11.3