მიუხედავად იმისა, რომ გატანილი გოლები ვერ ვიხილეთ, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
თბილისის ,,დინამოსთან" მარცხის შემდეგ ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ გუნდის შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჯეფერსონ ჯერალდომ ითამაშა, რომელიც წინა შეხვედრებში საყრდენ ნახევარმცველად იყო გამწესებული. ,,ტორპედოსთან" დებიუტი ჰქონდა იაპონელ ლეგიონერ ტაიკი კაგაიამას, რომელიც მეტოქეს მარცხენა ფლანგიდან უტევდა. კიდევ ერთი ახალწვეული შარბელ გომეზი კი სათადარიგოთა სკამზემზე იჯდა. ,,დინამოსთან" გამოტოვებული მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ნოდარ ლომინაძე, რომელიც ჯუდ არტურთან ერთად საყრდენ ზონას ამაგრებდა.
,,სამგურალმა" მატჩი აქტიურად დაიწყო, წყალტუბოელები ბურთს აკონტროლებდნენ და შეტევების განვითარებას ცდილობდნენ. მე-9 წუთზე დემურ ჩიხლაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა. 22-ე წუთზე ჯეფინიოს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ომარ პატარკაციშვილი თავური დარტყმით სცდილობდა გატანას, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
28-ე წუთზე ტორპედოელებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ კარგად ითამაშა ლევან შოვნაძემ, რომელმაც კაჭარავას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.
30-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი კარს ასცდა.
მატჩის მეორე ნახევარიც თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მცირედი ტერიტორიული უპირატესობა ,,სამგურალს" ჰქონდა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა. ,,სამგურალიდან" გოლის გატანა შეცვლაზე შესულ სერგი კუხიანიძეს შეეძლო, მაგრამ მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი სამიზნეს ასცდა. ნიკა კალანდარიშვილის დარტყმა კი კვასხვაძემ მოიგერია.
ტორპედოელებიდან კარგი მომენტი ჰქონდა ნეტოს, რომელიც შოვნაძესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ,,სამგურალის" მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
85-წუთზე შეცვლაზე შესულმა მაურო კაბალიერომ წყალტუბოელთა კარის ბადე შეარხია, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა.
ბოლო წუთებზე ,,სამგურალი" აქტიურობდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე აღარ მისულა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
სამგურალი-ტორპედო 0:0
19.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ბული (კალანდარიშვილი 61') - არტური, ლომინაძე - ნ. ხორხელი (ლ. ხორხელი 65'), ჩიხლაძე (ს. კუხიანიძე 65'), კაგაიამა - ჯეფინიო
სათადარიგოები: ყალიჩავა - გომესი, მ. ბაშელეიშვილი, ქარიმოვი, ბურჯანაძე, ჩიხრაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
ტორპედო (4-3-2-1): კვასხვაძე - გეგეჭკორი, მონტეირო, სანდოხაძე (ქობულაძე 46'), ნადარაია (მჭედლიშვილი 76') - სამურკასოვი (კაბალიერო 63'), მანჯგალაძე, ქიმაძე (ფელაი 63') - შერგელაშვილი, ნეტო (შულაია 63') - კაჭარავა
სათადარიგოები: გოშაძე - გ. კუხიანიძე, ბუღრიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: მანჯგალაძე (29'), ქობულაძე (67'), მაისაშვილი (86'), მჭედლიშვილი (90')
არბიტრი: ა. აფციაურიскачать dle 11.3