წყალტუბოს ,,სამგურალმა" მესამე ტურის შეხვედრაში თელავი 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა.
წყალტუბოელებმა ამ შეხვედრაში ორი წამყვანი ფეხბურთელი ჯეფერსონ ჯერალდო და ომარ პატარკაციშვილი მოისაკლისეს. ჯეფინიომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ითამაშა, პატარკაციშვილი კი ,,შუქურასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო იყო დისკვალიფიცირებული.
მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა წყალტუბოელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. მატჩის დებიუტშივე თანდილაშვილის კარს დემურ ჩიხლაძე დაემუქრა, მაგრამ თელაველებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. შემდეგ ნიკა ხორხელი ურტყამდა კარგი პოზიციიდან, მაგრამ თანდილაშვილმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა.
მე-17 წუთზე ნოდარ ლომინაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ის ნიკა კალანდარიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში ერთი შეხებით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.
30-ე წუთზე ,,თელავის" მეკარემ ნიქაბაძეს აუღო ურთულესი ბურთი, ცოტა ხანში კი ლომინაძის დარტყმაც მოიგერია.
წყალტუბოელების მონდომებამ შედეგი 41-ე წუთზე გამოიღო, დემურ ჩიხლაძის კარგი გადაცემის შემდეგ ნიკა კალანდარიშვილმა მცველს აჯობა და ანგარიში გახსნა -1:0
მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, თუ ბოლო წუთებს არ ჩავთვლით ძირითადად ,,სამგურალი" უტევდა და ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, ძალიან კარგი მომენტები ჰქონდათ გიორგი ნიქაბაძესა და სერგი კუხიანიძეს, ნიქაბაძის დარტყმა თანდილაშვილმა მოიგერია, კუხიანიძემ კი მცირედით ააცილა.
ბოლო წუთებზე ,,თელავს" შტურმის მცდელობა ჰქონდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე სამქე არ მისულა და შეხვედრა გიორგი ჭელიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
"სამგურალი" 1-0 "თელავი"
საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური
სამგურალი-თელავი 1:0
08.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
1:0 კალანდარიშვილი (41' ჩიხლაძის პასით)
სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, ბურჯანაძე, მაისაშვილი, ბული - ლომინაძე (მ. ბაშელეიშვილი 46'), არტური - ნ. ხორხელი (ს. კუხიანიძე 46'), ჩიხლაძე (ლ. ხორხელი 58'), კალანდარიშვილი - ნიქაბაძე (ჩიხრაძე 58')
სათადარიგოები: ყალიჩავა - აროვოლო, სიმდიანკინი
მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
თელავი (4-3-1-2): თანდილაშვილი - ჟივიძე, გიგაშვილი, ვ. ფაცაცია, კრისტიანი - ქოჩლაძე (ყაველაშვილი 69'), ვიტინიო (ცნობილაძე 58'), ჯიქია (მუჯირი 69') - ყიფიანი - ლ. კოხრეიძე (აშორტია 58'), პარკინაშვილი (ფირანაშვილი 46')
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე - დუნდუა, გრძელიძე, ილურიძე, ნ. ნოზაძე
მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
გაფრთხილება: ლომინაძე (43'), ცნობილაძე (83')
არბიტრი: კ. გიორგაძეскачать dle 11.3