სამგურალმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
  • თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო, დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. თავიდან სამგურალი ნიკა ხორხელის დუბლით 2:0 დაწინაურდა. ხორხელს მართლაც, რომ შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. გაგრელებმა ერთი ბურთი შესვენებამდე გაქვითეს, მეორე ტაიმში კი წინაც გავიდნენ. მე-60 წუთზე ზურაბ მუსელიანმა ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 79-ე წუთზე კი გიორგი ლომთაძემ დუბლი შეასრულა და ნომინალური მასპინძლები დააწინაურა - 3:2
    მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, წყალტუბოელები არ დაბნეულან, ძალები მოიკრიბეს და ანგარიში მალევე გაათანაბრეს. 82-ე წუთზე ,,სამგურალის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა ფერნანდო ბულმა მარცხენა ფლანგიდან სერგო კუხიანიძეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, კუხიმაც ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა და ულამაზესი გოლი გაიტანა 3:3
    წუთიც არ იყო გასული, რომ მეტოქის საჯარიმოში გიორგი ნიქაბაძე წააქციეს. პენალტი თავად ,,დაზარალებულმა" შეასრულა და ეფექტური ,,პანენკათი" სამგურალი წინ გაიყვანა.
    დარჩენილ დროში ,,გაგრა" კიდევ ერთხელ შეეცადა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ წყალტუბოელებმა ამის საშუალება აღარ მისცეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.


    საქართველოს XXXV ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური

    გაგრა-სამგურალი 3:4
    26.02. თბილისი. ილია კოკაიას ს/ცენტრი
    0:1 ნ. ხორხელი (27' ნიქაბაძის პასით), 0:2 ნ. ხორხელი (33'), 1:2 ლომთაძე (36' შონიას პასით), 2:2 მუსელიანი (60' ოდიშელიძის პასით), 3:2 ლომთაძე (78'), 3:3 ს. კუხიანიძე (82' ბულის პასით), 3:4 ნიქაბაძე (85'-პენ)
    გაგრა (4-2-3-1): ვორობეი - ხოსიტაშვილი, ლ. ნოზაძე, კაკუბავა, გ. ლაცაბიძე (ჩაგანავა 88') - შეწირული (სულთანიშვილი 72'), კაკაშვილი - ლომთაძე, შონია (მარკონდელე 61'), ოდიშელიძე (ნემსაძე 61') - მუსელიანი
    სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე - იაძე, შუბითიძე, რიაზანცევი
    მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
    სამგურალი (4-2-3-1): შოვნაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ბული - ლომინაძე (ჩიხრაძე 73'), ჯეფინიო (მ. ბაშელეიშვილი 66') - კალანდარიშვილი (ლ. ხორხელი 54'), ჩიხლაძე (არტური 66'), ნ. ხორხელი (ს. კუხიანიძე 73') - ნიქაბაძე
    სათადარიგოები: ყალიჩავა - ჯამიუ, სიმდიანკინი, ბურჯანაძე
    მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაფრთხილება: ლ. ნოზაძე (14'), მუსელიანი (39'), ლომინაძე (53'), ლ. ხორხელი (82'), პატარკაციშვილი (87')
    არბიტრი: ბ. ნინუა
    скачать dle 11.3