ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, შრომა აუცილებლად დაუფასდებათ! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, შრომა აუცილებლად დაუფასდებათ!
  • გიორგი ჭელიძე: ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, შრომა აუცილებლად დაუფასდებათ!


    თითქმის ერთი თვეა, რაც ჩვენი გუნდი ანტალიაში მოსამზადებელ ეტაპს გადის. ინტენსიურ სავარჯიშო პროცესთან ერთად ,,სამგურალმა" თურქეთში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოლო შეხვედრაში ,,სამგურალი" ჩეხურ ვისკოვთან 0:1 დამარცხდა, იქამდე კი უკრაინული პრემიერლიგის მეექვსე ადგილოსან ,,კოლოსს" 2:1 მოუგო. ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭელიძეს, სწორედ ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ.


    -შევაფასოთ ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა. ,,კოლოსთან" მატჩით დავიწყოთ. უკრაინის სუპერლიგის კლუბთან კარგი შეხვედრა ჩაატარეთ და 2:1 გაიმარჯვეთ. კმაყოფილი დარჩით ფეხბურთელების გარჯით?

    -,,კოლოსთან" დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა. ბიჭებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს. შეკრებაზე იოლი თამაში არ არსებობს და სასიხარულოა, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გავიმარჯვეთ. ,,კოლოსი" უკრაინის პრემიერლიგაში სტაბილურად ასპარეზობს, სწრაფი გუნდია, კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.

    -პირველ ტაიმში გუნდი უფრო აქტიურად უტევდა, მატჩის მეორე ნახევარში კი მცირედი უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვებმა ხომ არ იმოქმედა?

    - ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ, მეორე ტაიმში თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა თამაში მალევე გამოვასწორეთ და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ. ორივე ტაიმში იყო როგორც კარგი ეპიზოდები, ასევე, შეცდომები. ვცდილობთ, ეს ხარვეზები მაქსიმალურად გამოვასწოროთ.


    -სამიოდე დღეში ჩეხურ ,,ვისკოვთან" გამართეთ შეხვედრა, როგორი მეტოქე იყო და მატჩის შესახებ რას იტყვით?

    - რაც შეეხება მეორე თამაშს, ვეთამაშეთ ძალიან კარგ გუნდს, კარგად ორგანიზებული, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. გოლის გაშვებამდე ოთხი საგოლე მომენტი გვქონდა, ახლოს ვიყავით გოლის გატანასთან, ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ, მაქსიმალურად დაიხარჯნენ, მაგრამ ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი... ჩვენ შანსები ხელიდან გავუშვით, მეტოქეს კი ერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა.
    საერთო ჯამში ძალიან კარგი სპარინგი გამოგვივიდა, ბიჭების შრომით, ხასიათის სიმტკიცით ძალიან კმაყოფილი ვარ... სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა, შეკრებაზე ხდება ხოლმე, თამაშს ხან მოიგებ, ხან წააგებ. ამიტომ ჰქვია ამხანაგური მატჩი, რომ რა შეცდომებიც გვაქვს გამოვასწოროთ და სეზონს მომზადებული შევხვდეთ.


    - რა დაგანახათ ამ ორმა შეხვედრამ? გაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?

    - შეკრებაზე გამართულმა საკონტროლო მატჩებმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, გუნდებს რომლებსაც შევხდით ჩვენთან უპირატესობა არ ჰქონიათ და არ დავუჩაგრივართ.
    გამოჩნდა, რომ რამდენიმე პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პოზიციები შევავსოთ. ფეხბურთელი რომელიც არ იქნება მზად კონკრეტული მატჩისვის ძირითადში ვერ მოვხვდება, ვინც უკეთეს კონდიციებში შეხვდება თამაშს ის ითამაშებს, ეს არის ჩვენი პრინციპი.

    - გუნდის დაკომპლექტება როდის დასრულდება?

    - რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით, წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ბოლო ამხანაგური მატჩი გვაქვს 17 თებერვალს, რის შემდეგადაც უფრო იქნება შესაძლებელი დასკვნების გაკეთება. გუნდის დაკომპლექტებას რაც შეეხება, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, დაკომპლექტება მიმდინარეობს და არ ვაპირებთ გაჩერებას.


    - თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინული ,,ლვივის" წინააღმდეგ გამართავთ. მეტოქეზე რას იტყვით და როგორ მატჩს ელოდებით?


    - ლვივი მებრძოლი და ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია. საინტერესო სპარინგს ველოდებით. ბიჭები შრომობენ, მათი მონდომებით კმაყოფილი ვარ და შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.

    скачать dle 11.3