სამგურალი ამხანაგურ მატჩში ფახთაქორთან დამარცხდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი ამხანაგურ მატჩში ფახთაქორთან დამარცხდა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ანტალიაში, მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის ფახთაქორთან გამართა და 0:1 დამარცხდა.
    შეხვედრა წყალტუბოელების ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა საგოლე მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. პირველ ტაიმში ,,სამგურალმა" რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა, ორჯერ სახიფათოდ ურტყამდა გიორგი ნიქაბაძე, თუმცა ბურთი ორივეჯერ ასცდა კარს. ერთი კარგი მომენტი უზბეკებსაც ჰქონდათ, დამაგვირგვინებელ ფაზაში დასწრებაზე ცდილობდნენ თამაშს, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდათ.
    მეორე ტაიმში ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა 9 ფეხბურთელი შეცვალა. წყალტუბოელებს კვლავ ჰქონდათ მცირედი უპირატესობა, ძალიან კარგი მომენტი შეექმნა ლადო ჩიხრაძეს, რომლის თავური დარტყმაც მცირედით ასცდა კარს. ასევე, შორიდან სახიფათოდ ურტყამდა ნოდარ ლომინაძე, მაგრამ მეკარემ მოასწრო რეაგირება. 81-ე წუთზე წყალტუბოელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და ,,ფახთაქორმა" მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
    დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა და მატჩი უზბეკური გრანდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. თურქულ შეკრებაზე ,,სამგურალი" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 6 თებერვალს უზბეკური ,,ყიზილყუმის" წინააღმდეგ გამართავს.

    სამგურალის შემადგენლობა (პირველი ტაიმი): შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, ლომინაძე, ჩიხლაძე, ლ.ხორხელი, ნ.ხორხელი, ჯეფინიო, ნიქაბაძე
    მეორე ტაიმი: ყალიჩავა, კიკაბიძე, ჯამიუ, ბურჯანაძე, ლუიშ ფერნანდო, ბაშელეიშვილი, ჯუდ არტური, კოჟევნიკოვი, სიმდიანკინი, ჩიხლაძე, ჩიხრაძე
    შეცვლაზე შევიდნენ: იმედაძე, პატარკაციშვილი, ლომინაძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძეскачать dle 11.3