სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

სამგურალმა ანტალიაში მონტანა დაამარცხა

28-01-2023, 00:30
სამგურალმა ანტალიაში მონტანა დაამარცხა
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ანტალიაში ბულგარულ ,,მონტანასთან" ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. შეხვედრა გიორგი ჭელიძის გუნდის უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშშიც აისახა. ანგარიში ნიკა ხორხელმა გახსნა, რამდენიმე წუთში კი ნოდარ ლომინაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. გაშვებული გოლების შემდეგ ბულგარელები გააქტიურდნენ, ანგარიში მალევე შეამცირეს, 43-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს. ,,სამგურალმა" პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთხელ შეძლო წინ გასვლა - გოლი ლუკა ხორხელმა გაიტანა. მეორე ტაიმში წყალტუბოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის კარი, თავი მიხეილ ბაშელეიშვილმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა- 4:2скачать dle 11.3