სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

ნიკა და ლუკა ხორხელები ,,სამგურალში" ითამაშებენ

26-12-2022, 14:02
ნიკა და ლუკა ხორხელები ,,სამგურალში
წყალტუბოს ,,სამგურალი" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველებით ნიკა და ლუკა ხორხელებით გაძლიერდა.
ფეხბურთელებმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

ძმები ხორხელები ჩვენს გუნდში ბოლნისის ,,სიონიდან" გადმოვიდნენ.

გასულ სეზონში ძმები ბოლნისური გუნდის ლიდერები და ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ.

21 წლის ნიკა ხორხელმა განვლილ ჩემპიონატში - 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნიკამ ახალგაზრდულ ნაკრებში 5 შეხვედრა ჩაატარა. დებიუტი უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

22 წლის ლუკა ხორხელმა გასული ჩემპიონატის 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
მან ახალგაზრდულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა.скачать dle 11.3