სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

,,სამგურალმა" განელი ნახევარმცველი დაიმატა

16-09-2022, 20:11
,,სამგურალმა
წყალტუბოს ,,სამგურალმა" 25 წლის განელი ლეგიონერი ელვის საკი დაიმატა. საკი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და ბოლოს ისრაელი პირველი ლიგის აფულას ,,ჰაპოელში" თამაშობდა.

სამგურალის ახალწვეულის პროფესიული კარიერა სამშობლოში კლუბ ,,FC Cheetah"- ში დაიწყო, საიდანაც 2017 წელს გადავიდა თურქულ ,,მალთეპესპორში". მისი მოდევნო კლუბი იყო კვიპროსული ,,ლარნაკა". კვიპროსიდან მალტაში გადაინაცვლა და ,,გზირა იუნაიტედსა" და ,,Senglea Athletic" -ში ითამაშა.

2020 წლიდან ელვის საკი ისრაელის ჩემპიონატში თამაშობდა. იქ ჯერ ფეთაჰ თიკვას ,,მაკაბის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი აფულას ,,აპოელში" ირიცხებოდა. ისრაელიდან კარიერა სლოვენიურ ,,პრიმორიეში" უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და საკი თავისუფალი აგენტის სტატუსით ,,სამგურალში" ჩაირიცხა.
скачать dle 11.3