სამგურალმა ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
19 აპრილი, 19:00
სამგურალი
თელავი
წინა მატჩი
14 აპრილი, 21:00
დინამო ბთ2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი დიდი ანგარიშით დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 25–ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერი ბათუმის ,,დინამო" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
    წყალტუბოელებმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ლიდერის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე შემთხვევით არ იმყოფებიან.
    ,,სამგურალს" ბათუმის ,,დინამო" ბოლოს 2013 წელს ჰყავდა დამარცხებული. ეროვნული ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ კი აჭარული კლუბი ერთადერთი იყო, რომელთანაც ,,სამგურალს" გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.
    გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა და ბათუმლების 21 მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეწყვიტა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ბათუმის ,,დინამო" ბოლოს დიდი ანგარიშით 5 წლის წინ დამარცხდა (თბილისის ,,დინამოსთან" 0:4), ამდენი ხნის შემდეგ მათი სოლიდური სხვაობით დამარცხება ,,სამგურალმა" შეძლო.
    წყალტუბოელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და მატჩის დებიუტში მე–9 წუთზე მოახერხეს გოლის გატანა. ჯეფერსონ ჯერალდოს სლალომის შემდეგ ილია ახვლედიანმა დემურ ჩიხლაძეს ,,აუგდო" ბურთი და ჩვენი გუნდის ათიანმაც ფანტასტიკური დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა – 1:0
    20–ე წუთზე ბენჟამენ ტეიდს მიეცა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ხარიხას გადააცილა.
    30–ე წუთზე ,,სამგურალის" მრავალსვლიანი შეტევის შემდეგ, დემურ ჩიხლაძემ იუველიური სიზუსტის გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში შეჭრილ ჯეფერსონ ჯერალდოს, რომელმაც ახლოდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში ორამდე გაზარდა –2:0. ეს ჯეფინიოს მე–6 გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში.
    გია გეგუჩაძის შეგირდებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ სამგურალი კარგად უმკლავდებოდა მათ პოზიციურ შეტევებს და სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა. დამაჯერებელი იყო ჩვენი გუნდის კიპერი ლევან შოვნაძე, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა და მდგომარეობის განმუხტვა.
    68–ე წუთზე გილმორმა ჩვენს საჯარიმოსთან სტუმართა მორიგი შეტევა ჩაშალა, შემდეგ ირაკლი რუხაძემ წაიღო ბურთი, დრიბლინგით რამდენიმე მეტოქეს გასცდა და მიხეილ ბაშელეიშვილს უპასა, ,,სამგურალის" საყრდენმა კი კონტრშეტევა იდეალურად დააგვირგვინა 3:0
    ბათუმელებს ანგარიშის შემცირება მამუჩაშვილის საჯარიმო დარტყმით შეეძლოთ, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.
    მატჩის მიწურულს ,,სამგურალს" მეოთხე გოლის გატანაც მართებდა. გიორგი ნიქაბაძე მარცხენა ფლანგიდან კარგად გასცდა მამუკა კობახიძეს და მიხეილ სტრელნიკს რომ იტყვიან პასი ,,დაუხატა", მაგრამ ,,სამგურალის" ლეგიონერს დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
    საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. სამგურალმა 3:0 გაიმარჯვა და საკუთარ მოედანზე 9 წაუგებელი სერია (6 მოგება, 3 ფრე) დაუგროვდა.
    მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს თბილისში, კიდევ ერთი ლიდერის – თბილისის ,,დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 11.3