წყალტუბოში ფეხბურთი ბრუნდება... სამგურალი გაგრას უმასპინძლებს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
19 აპრილი, 19:00
სამგურალი
თელავი
წინა მატჩი
14 აპრილი, 21:00
დინამო ბთ2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წყალტუბოში ფეხბურთი ბრუნდება... სამგურალი გაგრას უმასპინძლებს
  • წყალტუბოს ,,სამგურალს" თითქმის 2 თვეა საკუთარ მოედანზე არ უთამაშია. ჩემპიონატის განახლების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი ჩაატარა. (,,თელავთან" 1:1, ,,სიონთან" 0:0). ახლა კი გუნდი საკუთარ არენას უბრუნდება და 27 აგვისტოს 23–ე ტურის შეხვედრაში ,,გაგრას" უმასპინძლებს.
    მოგეხსენებათ, ,,სამგურალი" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და უახლოეს მდევარ გორის ,,დილას" 4 ქულით უსწრებს. ჩვენი გუნდი საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის და მისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
    ,,გაგრასთან" გამარჯვება ევროტურნირებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. სტადიონზე მოსვლითა და გულშემატკივრობით თქვენ შეგიძლიათ მე–12 მოთამაშის როლი შეასრულოთ და საყვარელ გუნდს დიდი სამსახური გაუწიოთ. გთხოვთ, 27 აგვისტოს გავავსოთ 26 მაისის სახელობის არენა და მხარი დავუჭიროთ ,,სამგურალს" !
    ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

    მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება სტადიონთან მდებარე ჯიხურებში.
    ასევე, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ - tkt.ge - ის საშუალებით. (ლინკი გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე)
    ბილეთების ფასი 3 და 5 ლარი

    სამგურალი VS გაგრა
    კრისტალბეთ ეროვნული ლიგა; XXlll ტური
    27 აგვისტო 17:30
    წყალტუბო ,,26 მაისი"
    LIVE - www.eliga.ge
    #FCSMскачать dle 11.3