ფრე თელავში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფრე თელავში
  • თითქმის 40 დღიანი შესვენების შემდეგ 13 აგვისტოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 21–ე ტურის მატჩებით განახლდა. წყალტუბოს ,,სამგურალი" სტუმრად ,,თელავს" დაუპირისპირდა.
    შეხვედრას მრავლად დაესწრნენ გულშემატკივრები. ,,კავკასიონი არენის" ტრიბუნები თითქმის მთლიანად შევსებული იყო.
    ,,სამგურალი" შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ირაკლი რუხაძე, დავით მაისაშვილი, სერგო კუხიანიძე და ალექსანდრე ვერულიძე აკლდა.
    შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ,,სამგურალმა" თავიდანვე სცადა უპირატესობის მოპოვება და დებიუტშივე სახიფათოდ შეუტია მასპინზელთა კარს. მე–7 წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, თუმცა თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძე საიმედოდ გაისარჯა და ბურთი მოიგერია. შემდეგ ილია ახვლედიანი ცდილობდა გატანას, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა.
    41–ე წუთზე ჯერალდოს მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მასპინძელთა კართან არეულობა შეიქმნა, ახლო მანძილიდან შაკო ბურჯანაძისა და ნიკიტა სიმდიანკინის დარტყმები საკუთარ თავზე მცველებმა მიიღეს და გუნდი გოლისგან იხსნეს.
    საპასუხო შეტევაში თელაველთაგან ყველაზე აქტიურმა გიორგი კვერნაძემ შირიდან მცირედით აააცილა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლევან შოვნაძე კარს აკონტროლებდა და ბურთი კარისკენაც რომ წასულიყო მისი ნადავლი იქნებოდა.
    პირველი ტაიმისთვის დამატებულ მესამე წუთზე ,,თელავის" კართან კიდევ ერთი ჯარიმა დაინიშნა. ჯეფინიომ მარჯვნიდან პირდაპირ კარისკენ დაატრიალა ბურთი, სტრაჰანია პავიშიჩი ბურთი კუთხურზე მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 0:1
    მეორე ტაიმი კიდევ უფრო სწრაფ ტემპში წარიმაართა. ,,სამგურალმა" თამაში აქტიურად განაახლა, თუმცა კალანდარიშვილის დარტყმა ზუსტი არ გამოდგა.
    56–ე წუთზე კარგად ითამაშა ნიკიტა სიმდიანკინმა, რომელიც საჯარიმოში სამ მეტოქეს გასცდა და მეკარის ბაქანთან ცააწოდა, თუმცა მის გადაცემას წყალტუბოელთაგან ვერავინ გამოეხმაურა და მასპინძლები კიდევ ერთ ხიფათს გადაურჩნენ.
    58–ე წუთზე ლაშა ქოჩლაძის კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი კვერნაძე მცველებს დაუსხლტა და ანგარიში გაათანაბრა 1:1
    68–ე წუთზე ,,სამგურალს" დაწინაურების შესანიშნავი შანსი ჰქონდა. სიმდიანკინის დარტყმის შემდეგ ბურთი მცელისგან ასხლეტით ჯეფინიოს მიუვიდა, ბრაზილელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ლუკა სანიკიძეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა ოდნავ ძლიერად და ,,თელავი" კიდევ ერთხელ გადაურჩა გაშვებულ გოლს.
    74–ე წუთზე ჯეფინიოს კიდევ ერთი შანსიც ჰქონდა, კარგადაც ურტყამდა, მეგარმ ბურთი მცველისგან ასხლეტით კარს მცირე მანძილით აცდა.
    მატჩის დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ,,სამგურალი" 21 ტურის შემდეგ 37 ქულით მესამე ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს გორის ,,დილას", რომელიც 21–ე ტურის შეხვედრას დღეს ბათუმის ,,დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

    თელავი 1:1 სამგურალი
    13.08.2022. თელავი – ,,კავკასიონი არენა"
    ეროვნული ლიგა, XXI ტური
    გოლები: : 0:1 სტრაჰანია პავიშიჩი (45+3. ს.კ.), 1:1 გიორგი კვერნაძე (58).
    სამგურალი:
    19. ლევან შოვნაძე
    2. ილია ახვლედიანი (22. გრიგოლ დოლიძე –85)
    4. ომარ პატარკაციშვილი
    15. ნიკა კალანდარიშვილი
    18. ნიკიტა სიმდიანკინი (9.მამია გავაშელიშვილი – 85)
    20. ლევან ქურდაძე
    21. მიხეილ ბაშელეიშვილი (14. ანდრია დევდარიანი – 85)
    25. შალვა ბურჯანაძე
    27. თედო კიკაბიძე [C]
    28. გიორგი ნიქაბაძე (10. დემურ ჩიხლაძე – 65)
    33. ჯეფერსონ ჯერალდო
    სათადარიგო შემადგენლობა
    1. მაქსიმე ქვილითაია
    6. მიხაილ სტრელნიკი
    23. გიორგი თევზაძე
    მთავარი მწვრთნელი:
    გიორგი მიქაძეскачать dle 11.3