სამგურალმა თურქული შეკრება ერზრუმთან ფრით დაასრულა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა თურქული შეკრება ერზრუმთან ფრით დაასრულა
  • შეხვედრა ერზრუმის საფეხბურთო კომპლექსის მოედანზე გაიმართა და მას საკმაო რაოდენობის ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწო. მასპინძლები მატჩის დებიუტში გატანილი გოლით დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალმა" უპირატესობა მოიპოვა, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლის გატანა მატჩის მიწურულამდე ვერ მოახერხა. 85–ე წუთზე შეცვლაზე ლევან ქურდაძემ საკუთარი საჯარიმოდან მარჯვენა ფლანგზე ზუსტი გადაცემა გაუკეთა გრიგოლ დოლიძეს, ვეტერანმა ნახევარმცველმა საჯარიმოსთან მამია გავაშელიშვილს უპასა, რომელიც კარგად გაერკვა სიტუაციაში და მცველებიც გარემოცვაში მყოფმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტა – 1:1
    დარჩენილ დროში ,,სამგურალი" კვლავ უტევდა, თუმცა არბიტრმა შეხვედრას წუთიც არ დაამატა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
    შეგახსენებთ, რომ სამგურალი ერზრუმთან ახლოს მაღალმთიან კურორტ პალანდოკენში 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ემზადებოდა. შეკრებაზე გუნდს 3 ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა 23 ივლისს ,,გირესუნსპორთან" მატჩი გაუქმდა. 28 ივლისს ,,სამგურალი" თურქული სუპერლიგის ,,უმრანიესპორს" დაუპირისპირდა 0:3 დამარცხდა. ბოლო შეხვედრის შესახებ კი ზემოთაც ვისაუბრეთ.

    ერზრუმი 1:1 სამგურალი
    30.07. 2022. ერზრუმი – საფეხბურთო კომპლექსი
    გოლი: მამია გავაშელიშვილი
    სამგურალი:
    19. ლევან შოვნაძე ,4. ომარ პატარკაციშვილი , 8. დავით მაისაშვილი, 10.დემურ ჩიხლაძე, 11. ირაკლი რუხაძე
    15. ნიკა კალანდარიშვილი, 18. ნიკიტა სიმდიანკინი, 21. მიხეილ ბაშელეიშვილი, 27. თედო კიკაბიძე (C), 33. ჯეფერსონ ჯერალდო, 28. გიორგი ნიქაბაძე
    მეორე ტაიმში შევიდნენ: 1. მაქსიმე ქვილითაია, 2. ილია ახვლედიანი, 5. მიხეილ სტრელნიკი, 9. მამია გავაშელიშვილი, 14. ანდრია დევდარიანი, 20. ლევან ქურდაძე, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი თევზაძე, 25. შალვა ბურჯანაძე, 30. გიორგი თოდუა
    მთავარი მწვრთნელი:
    გიორგი მიქაძეскачать dle 11.3