სამგურალი ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს
  • დღეს წყალტუბოს "სამგურალი" თურქეთში გაემგზავრა, სადაც დღესვე მოსამზადებელი პერიოდის მეორე ეტაპი დაიწყო.
    გიორგი მიქაძის გუნდი ერზურუმთან ახლოს, კურორტ პალანდოკენში - სასტუმრო ,,Palan Otel" - ში დაბანაკდა და საღამოს მსუბუქად ივარჯიშა.
    ,,სამგურალი" ერზრუმში 31 ივლისამდე დარჩება და თურქეთის სუპერლიგისა და პირველი ლიგის გუნდებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
    28 ივლისს ,,სამგურალის" მეტოქე ,,უმრანიესპორი" იქნება. მეორე საკონტროლო მატჩი 30 ივლისს ,,ერზრუმსპორთან" გაიმართება.
    ,,სამგურალი" ერზრუმში 22 ფეხბურთელით გაემგზავრა. ტრავმებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო გუნდს შეკრებაზე ვერ გაყვნენ: სერგო კუხიანიძე, ალექსანდრე ვერულიძე და ლუქმან გილმორი.

    თურქულ შეკრებაზე გიორგი მიქაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

    მეკარეები: ლევან შოვნაძე, მაქსიმე ქვილითაია, მურმან სვანიძე;
    მცველები: ომარ პატარკაციშვილი, ილია ახვლედიანი, დავით მაისაშვილი, ნიკა კალანდარიშვილი, ლევან ქურდაძე, გიორგი თევზაძე, შალვა ბურჯანაძე, თედო კიკაბიძე (c), გიორგი თოდუა;
    ნახევარმცველები: დემურ ჩიხლაძე, ირაკლი რუხაძე, ანდრია დევდარიანი, ნიკიტა სიმდიანკინი, მიხეილ ბაშელეიშვილი, გრიგოლ დოლიძე, ჯეფინიო, მიხეილ სტრელნიკი.
    თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი, გიორგი ნიქაბაძე.


    გუნდს მოგვიანებით შეუერთა მეკარე ნოდარ ყალიჩავა.скачать dle 11.3