სამგურალმა ლოკომოტივი დაამარცხა და ლიდერებში დაბრუნდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ლოკომოტივი დაამარცხა და ლიდერებში დაბრუნდა
  • ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის საგაზაფხულო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და შესვენებაზე კარგ განწყობაზე გავიდა. გიორგი მიქაძის გუნდი 36 ქულით მესამე ადგილზე და შესაბამისად ევროტურნირების ზონაშია. ჩემპიონატი 13 აგვისტოს განახლდება და ,,სამგურალი" პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას შეეცდება.
    ,,ლოკომოტივთან" მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ მძიმე გამოდგა. პირველი კარში დარტყმა წყალტუბოელებმა 14 წუთზე განახორციელეს, თუმცა გიორგი ნიქაბაძეს მეკარე ოთო გოშაძემ არ გაატანინა.
    37–ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ გოლი შოთა შეყრილაძემ გაიტანა. ,,სამგურალმა" წონასწორობა მალევე აღადგინა. 40–ე წუთზე ჯეფინიოს კუთხურის შემდეგ დავით მაისაშვილმა სტუმრები თავური დარტყმით დაამწუხრა – 1:1
    მეორე ტაიმის დებიუტში ლევან შოვნაძემ ომარაშვილს საკმაოდ რთული ბურთი აუღო. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ,,სამგურალის" მხარეს გადავიდა. წყალტუბოელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. გოლის გატანა შეეძლო დემურ ჩიხლაძეს და გიორგი ნიქაბაძეს, მაგრამ გოსაძემ ურთულესი ბურთები მოიგერია მასპინძლების სწრაფმა შეტევებმა ,,ლოკომოტივი" საბოლოოდ გატეხა. 65–ე წუთზე შეცვლაზე შესული ნიკიტა სიმდიანკინის კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ დასწრებაზე ითამაშა და ,,სამგურალის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. 71–ე წუთზე ირაკლი რუხაძემ პენალტი გაიტანა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:1 ეს რუხაძის მე–7 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამ მაჩვენებლით რუხაძე ,,სამგურალის" საუკეთესო ბომბარდირია. საბოლოო ანგარიში 88–ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ანდრია დევდარიანმა დააფიქსირა. მას საგოლე გადაცემა მატჩის ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დემურ ჩიხლაძემ გაუკეთა.

    თამაშის დასრულებისთანავე წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი ,,სამგურალის" ფორვარდს გიორგი ნიქაბაძეს გადასცა.
    მატჩის ოქმი – https://erovnuliliga.ge/ge/game/6167-sam-locскачать dle 11.3