სამგურალმა თბილისის ,,დინამო" დაამარცხა და მეორე ადგილზე აღზევდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა თბილისის ,,დინამო" დაამარცხა და მეორე ადგილზე აღზევდა
  • გრძელდება წყალტუბოს ,,სამგურალის" შთამბეჭდავი სერია. გიორგი მიქაძის გუნდს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 7 მატჩი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.
    წყალტუბოელებმა ეროვნული ლიგის მე–17 ტურში უშუალო კონკურენტი თბილისის ,,დინამო" დაამარცხეს 2:1 და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით მაღლა, მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

    ,,სამგურალი" თბილისის ,,დინამოსთვის" ნამდვილ რისხვად იქცა, რაც ჩვენი კლუბი ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა, ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან ექვსი შეხვედრა გამართა და ერთხელაც არ დამარცხებულა. წყალტუბოელებმა ,,დინამო" სამჯერ დაამარცხეს, სამი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
    დინამოელები რევანშის განცდით გავიდნენ მოედანზე და სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, გიორგი მოისწრაფიშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ოსეი ბარნსმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში 0:1

    დინამოელებმა ცოტა ხანში კიდევ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს და მახვილი კუთხიდან კარშიც დაარტყეს, მაგრამ ლევან შოვნაძემ ითამაშა კარგად და ბურთი უკუაგდო.

    მე–9 წუთზე წყალტუბოელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ჯეფინიოს კარგი გადაცემის შემდეგ მიხეილ ბაშელეიშვილმა ,,სამგურალის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა 1:1

    42–ე წუთზე ოსეი ბარნსი ახლოდან ურტამდა თავით, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა.

    52–ე წუთზე ,,სამგურალი" წინ გავიდა, ჯეფინიოს შესანიშნავი დრიბლინგისა და გადაცემის შემდეგ ნიკა კალანდარიშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.

    დინამოელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, ანრი მექვაბიშვილის საჯარიმო დარტყმა შოვნაძემ მოიგერია, პაპავას ,,სტანდარტულის" შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

    ,,სამგურალმა" ბოლომდე მედგრად იბრძოლა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
    აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ომარ პატარკაციშვილი და გრიგოლ დოლიძე, რომლებიც მეორე ტაიმში ჩაერთვნენ თამაშში.

    სამგურალი–დინამო თბ. 2:1
    ეროვნული ლიგა მე–17 ტური
    გოლები: 0:1 ოსეი ბარნსი (5), 1:1 მიხეილ ბაშელეიშვილი (9. ჯეფინიოს პასით), 2:1 ნიკა კალანდარიშვილი (52.ჯეფინიოს პასით)скачать dle 11.3