,,სამგურალის" სპონსორი ,,ხალიკ ბანკი საქართველო" გახდა! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალის" სპონსორი ,,ხალიკ ბანკი საქართველო" გახდა!
  • წყალტუბოს ,,სამგურალის" გენერალური სპონსორი ,,ხალიკ ბანკი საქართველო" გახდა. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი 2 ივნისს წყალტუბოს სტადიონზე მოეწერა.

    ხელშეკრულებას ხელი ,,სამგურალის" აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ და ,,ხალიკ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორის მოადგილე შოთა ჭყოიძემ მოაწერეს.
    ,,სამგურალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ,,ხალიკ ბანკი საქართველოს" წარმომადგენელს სიმბოლურად კლუბის ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო დაფა გადასცა.

    ,,მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი და საფეხბურთო კლუბ “სამგურალის”
    მეგობრობა იქნება გრძელვადიანი. ამ ნაბიჯით გვსურს ხელი შევუწყოთ, როგორც სპორტს, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას
    და წვლილი შევიტანოთ საქართველოს, როგორც ქვეყნის და საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ სახელის საერთაშორისო ასპარეზებზე წარმოჩინებას"- აღნიშნა ,,ხალიკ ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორის მიადგილე შოთა ჭყოიძემ.
    ,,სამგურალისა" და ,,ხალიკ ბანკი საქართველოს" პარტნიორობის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ:
    ,, ჩვენი გუნდი წლიდან-წლამდე ვითარდება და ამბიციურ გუნდად ყალიბდება. ვცდილობთ, წარმატებული ვიყოთ, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. დღეს ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანი დღეა - ,,სამგურალსა" და ,,ხალიკ ბანკ საქართველოს" შორის, რომელიც საბანკო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, სასპონსორო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს, რომელიც დღეიდან ,,სამგურალის" ფინანსური მხარდამჭერი იქნება.
    ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
    თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება როგორც ,,სამგურალისთვის" ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის".
    скачать dle 11.3