,,სამგურალის" შთამბეჭდავი სერია გრძელდება – სადებიუტო გოლები და მორიგი 3 ქულა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალის" შთამბეჭდავი სერია გრძელდება – სადებიუტო გოლები და მორიგი 3 ქულა
  • ზედიზედ ხუთი მოგება, რვა წაუგებელი მატჩი და ერთი გაშვებული გოლი ბოლო 7 შეხვედრაში... ასეთია წყალტუბოს ,,სამგურალის" სტატისტიკა!
    კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–14 ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაძის გუნდმა სტუმრად ,,გაგრა" დაამარცხა 2:0 და შთამბეჭდავი სერია გააგრძელა. წყალტუბოელები ამ მოგების შემდეგ ქულებით თბილისის ,,დინამოს" გაუთანაბრდნენ და 26–26 ქულით მათთან 2–3 ადგილს იყოფენ, დინამოელები მხოლოდ ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით არიან წინ.
    ,,გაგრა" რომ უხერხული მეტოქე და ლიდერთა რისხვაა, გაგა კირკიტაძის გუნდმა ეს მიმდინარე სეზონშიც დაამტკიცა, როცა ერთმანეთის მიყოლებით ,,საბურთალო", გორის ,,დილა" და თბილისის ,,დინამო" დაამარცხა.
    ,,გაგრასთან" მატჩში ,,სამგურალს" დისკვალიფიკაციის გამო ნიკა კალანდარიშვილი აკლდა. ომარ პატარკაციშვილი და გრიგოლ დოლიძე კი ტრავმების გამო არ იყვნენ განაცხადში.
    წყალტუბეოელებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს, საწყის წუთებში მეტოქეს ბურთი კი დაუთმეს, თუმცა ზონები კარგად გადაუკეტეს და კართან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. თავად კი გაცილებით მწვავედ გადადიოდნენ ხოლმე შეტევაზე. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 35–ე წუთზე წყალტუბოელებმა პირველივე რეალური საგოლე მომენტი გოლად აქციეს, მარცხნიდან რუხაძემ და ჯეფინიომ ითამაშეს კარგად, ბრაზილიელმა ბურთი მეკარის ბაქანთან შეაბრუნა, სადაც ვარდნაში ილია ახვლედიანმა თედო კიკაბიძეს უპასა და ,,სამგურალის" კაპიტანმაც ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა 1:0
    სამიოდე წუთში წყალტუბოელებმა უპირატესობა გაზარდეს, მიხეილ ბაშელეიშვილის გადაცემის შემდეგ ჯეფინიომ ცრუმოძრაობით ხოსიტაშვილი ჩამოიცილა და ახლო კუთხეში გაიტანა. ეს ჯეფერსონ ჯერალდოსთვის ,,სამგურალის" რიგებში სადებიუტო გოლი იყო.
    ტაიმის მიწურულს თემურ ჩოგაძეს ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
    75–ე წუთზე გაგრელებმა კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელეს, თუმცა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყეს. კუთხურის შემდეგ კი ნოზაძის სახიფათო დარტყმული ბურთი ლევან შოვნაძემ მოიგერია, მეტი შანსი კი წყალტუბოელებს ნომინალური მასპინძლებისთვის აღარ მიუციათ.
    შემადგენლობები და მატჩის ოქმი– https://erovnuliliga.ge/ge/game/6140-gag-sam

    ფაქტები (lelo.ge)
    * "სამგურალმა" მოიგო ზედიზედ მე-5 მატჩი.
    * "სამგურალი" არ დამარცხებულ ბოლო 8 მატჩში (5 მოგება, 3 ფრე).
    * "სამგურალმა" ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
    * "სამგურალმა" მოიგო ზედიზედ მე-3 გასვლითი მატჩი.
    * "სამგურალი" არ დამარცხებულა ბოლო 6 გასვლით მატჩში.
    * "სამგურალს" არ გაუშვია გოლი უკანასკნელ 6 საგარეო შეხვედრაში.
    * "გაგრას" არ დაუმარცხებია "სამგურალი" ჩემპიონატის (იგულისხმება ასევე ეროვნული ლიგა 2) ბოლო 5 მატჩში.
    * "გაგრას", მასპინძლის რანგში, არ მოუგია "სამგურალისთვის" 2018 წლის 9 აგვისტოს (1:0) შემდეგ.
    * "სამგურალმა" 14-დან 8 შეხვედრაში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა, რაც მეორე საუკეთესო შედეგია ბათუმის "დინამოს" შემდეგ.скачать dle 11.3