,,სამგურალის" მიზნები, დაგეგმილი ინფრასრტუქტურული სამუშაოები და ბილეთები მომდევნო მატჩიდან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
19 აპრილი, 19:00
სამგურალი
თელავი
წინა მატჩი
14 აპრილი, 21:00
დინამო ბთ2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალის" მიზნები, დაგეგმილი ინფრასრტუქტურული სამუშაოები და ბილეთები მომდევნო მატჩიდან
  • ,,სამგურალის" მიზნები, დაგეგმილი ინფრასრტუქტურული სამუშაოები და ბილეთები მომდევნო მატჩიდან
    კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ,,სამგურალი" წარმატებით ასპარეზობს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი 23 ქულით ლიდერთა შორისაა. ბევრს წყალტუბოელთა ასეთი წარმატებული ასპარეზობა ეროვნული ლიგის მთავარ მოულოდნელობად მიაჩნია, თუმცა, შემთხვევით არაფერი ხდება, კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის განვითარებისთვის და წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს. მიზნებიც შესაბამისი აქვთ, რასაც ჩემპიონატის დაწყებამდეც არ მალავდნენ.

    ,,სამგურალის" აღმასრულებელი დირექტორის თედო ფესტვენიძის თქმით კლუბი მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძვის ეს მოულოდნელი სულაც არ არის...
    თედო ფესტვენიძე: ,,ჩვენთვის ,,სამგურალის" წარმატებული თამაში სიურპრიზი არ ყოფილა, კლუბის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ იაშვილს თავიდანვე ამბიციური გუნდის შექმნა ჰქონდა განზრახული, აღნიშნული მიზნისკენ ეტაპობრივად მივდიოდით. ორი წლის წინ მესამე ლიგიდან დავიწყეთ და დღეს ეროვნული ლიგის ლიდერებში გავერიეთ. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ზედიზედ ორჯერ ვითამაშეთ თასის ფინალში.
    ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი მიქაძე მოვიწვიეთ, გავაძლიერეთ შემადგენლობა. ახალი სამწვრთნელო შტაბის ამბიციები და ჩვენი მიზნები ერთმანეთთან თანხვედრაში იყო და დავიწყეთ ბრძოლისუნარიანი გუნდის შენება. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება, შედეგებზე წინასწარ საუბარი რთულია, წინ თითქმის მთელი სეზონია, თუმცა ჩვენ ამბიციურ გუნდს ვაშენებთ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ".

    ,,სამგურალის" აღმასრულებელი დირექტორი წყალტუბოში ფეხბურთის განვითარების მთავარ წამახალისებელ გარემოებაზეც საუბრობს...
    ,,უახლოეს წარსულში წყალტუბოში ფეხბურთი ძალიან რთულ ვითარებაში იყო, ერთი პერიოდი გუნდი სრულად დაიშალა და ჩემპიონატშიც არ მონაწილეობდა. შემდეგ აღორძინება დაიწყო, მაგრამ მწირი ფინანსური შესაძლებლობების გამო გუნდის ამბიციური მიზნები არ ჰქონდა. ქართული ფეხბურთი განვითარების ფონდის შექმნამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წყალტუბოს სტადიონის აღდგენამ საშუალება მოგვცა, კლუბით ინვესტორი დაგვეინტერესებინა, გუნდი სწორად ვითარდება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწევთ. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ლიგა გულშემატკივრებისთვის საკმაოდ მიმზიდველი და ყურებადი გახდა, რაც სწორედ ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფედერაციის სწორი მუშაობის შედეგია.

    დღეს ,,სამგურალის" მთავარი პრობლემა სავარჯიშო მოედანია, გუნდი ჩემპიონატისთვის ზესტაფონის ბაზაზე ემზადება და წყალტუბოში თამაშობს, თუმცა მალე ეს პრობლემაც გადაიჭრება. თედო ფესტვენიძე დაგეგმილ ინფრასრტუქტურულ სამუშაოებზეც გვესაუბრა:
    ,,ევროპის ახალგზარდული ჩემპიონატისთვის წყალტუბოს შემოსასვლელში ორი სავარჯიშო მოედანი კეთდება. ჩემპიონატის მონაწილე ერთ–ერთ გუნდი წყალტუბოში დაბანაკდება და აქ ივარჯიშებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი მოედნები კლუბს მოვლა–პატრონობის პირობით გადმოეცემა..
    ასევე მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის სახელობის სტადიონზე წლეულს იგეგმება განათების გაკეთება, მომდევნო წელს კი ადმინისტრაციული შენობის აშენება. რაც შეეხება მინდვრის გამოცვლის საკითხს, დასრულდა ტენდერი და მინდვრის საფარის გამოცვლა ივლისში, მე–2 წრის დასრულების შემდეგ დაიწყება" –აღნიშნა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა.

    21 მაისიდან წყალტუბოს სტადიონზე, ეროვნული ლიგისა და საქართველოს თასის მატჩებზე ბილეთების რეალიზაცია დაიწყება. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხები სტადიონი მოვლასა და გუნდის განვითარებას მოხმარდება.
    თედო ფესტვენიძე: ,, როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში ხდება, მომდევნო ტურიდან ,,სამგურალის" საშინაო მატჩებზე ბილეთები გაიყიდება. თითოეულ ლარს, რომელიც ბილეთის გაყიდვით შემოგვივა სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გუნდის წარმატებებს მოხმარდება. კლუბის პრეზიდენტის მხრიდან სოლიდური თანხები იხარჯება, ინვესტორი ყველაფერს აკეთებს, რომ წყალტუბოს ამბიციური გუნდი ჰყავდეს. მოგეხსენებათ, ქართული ფეხბურთი ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის, აქ არ შემოდის თანხები ტელერეპორტაჟებიდან, ერთადერთი საშუალება კლუბმა მცირეოდენი შემოსავალი რომ მიიღოს, ბილეთების რეალიზაციაა. ესეც იმისთვის, რომ ელემენტარული – მოედნის მოვლის თანხები მაინც დაიფაროს... იმედია, გულშემატკივრები კარგად გაგვიგებენ და ბილეთების შეძენით კლუბის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ახლო მომავალში კი იგეგმება გუნდის ფანშოპის გახსნა, სადაც კლუბის ეკიპირება და აქსესუარები გაიყიდება.скачать dle 11.3